ვნახოთ, რას ფიქრობს განვლილ და მომდენო მატჩებზე მალტასთან გამარჯვების გოლის ავტორი დავით სირაძე...
- საუბარი მალტასთან მატჩით დავიწყოთ...
- ყველა უზომოდ გახარებულები და ბედნიერები ვართ. მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ და ამ მოგებით ათასობით გულშემატკივარი გავახარეთ.
- ეს კარგია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მალტასთან მოგება გაგვიჭირდა...
- მართალია, მალტა ჯგუფში ბოლო ადგილზეა, მაგრამ
- რა თქმა უნდა, 3 ქულა სასიხარულოა, მაგრამ გულშემატკივარი უკეთეს თამაშს ელოდა...
- სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, მაგრამ ფაქტია - ჩვენს ნაკრებში ახალი ხანა დადგა. წარუმატებლობები წარმატებებმა შეცვალეს. უკვე 6 თამაშია ეროვნული გუნდი არ დამარცხებულა. ეს კი ნამდვილად არ არის პატარა საქმე. ნაკრებმა ბოლო შესარჩევი მატჩი 3 წლის წინ მოიგო და ხალხს ეს გამარჯვება ძლიერ სწყუროდა... ერთი სიტყვით, შედეგი არის და კარგი თამაშიც იქნება.
- ახლა თქვენი გოლიც გავიხსენოთ. ერთი შეხედვით, ის ეპიზოდი დამუშავებულ კომბინაციას ჰგავდა...
- ვარჯიშებზე ფლანგიდან ჩაწოდებებსა და მერე თავით ან ფეხით კარში დარტყმაში ხშირად ვვარჯიშობთ. მწვრთნელმა დაგვავალა, ფლანგებიდანაც აქტიურად შეგვეტია მეტოქისთვის და საჯარიმოში სახიფათო ჩაწოდებებით გოლი გაგვეტანა. ის ერთადერთი ბურთიც სწორედ ასეთი კომბინაციით გავიდა. კახა კალაძემ კარგად ჩამოაწოდა ბურთი, მცველებს დავასწარი და თავით გავიტანე. ეს წუთები დიდხანს მემახსოვრება...
- იღბლიანი ფორვარდი ხართ. შოტლანდიასთან, თურქეთთან, ესტონეთთან... უკვე მერამდენედ თქვენი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა...
- მალტასთან გატანილი გოლიც და წინა გოლებიც მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი გუნდის დამსახურებაა - ის მთლიანად ნაკრებსა და გულშემატკივარს ეკუთვნის. რაც შეეხება იღბლიანობას... ჩემი აზრით, ფეხბურთში იღბალი ბევრს ნიშნავს. თუ გაგიმართლებს, შეიძლება მეტოქის კარში ერთხელ დაარტყა და გაიტანო, თუ არა და, ათი რეალური საგოლე მომენტიდან, შეიძლება, ერთიც ვერ გამოიყენო.
- საქართველოს ნაკრებს სამ მატჩში 5 ქულა აქვს. რამდენად კმაყოფილი ხართ ამ მონაგარით?
- შეიძლებოდა, მეტიც ყოფილიყო. ისრაელთან მოგებაც შეიძლებოდა. ძალიან კი შევეცადეთ, მაგრამ... გოლი ვერ გავიტანეთ.
- ლატვიაში განსხვავებული თამაში იქნება...
- ყველა მოგება სასიხარულოა და ჩვენთვის მალტასთან მოგებაც სტიმულია. ახლა მთლიანად ლატვიასთან მატჩზე ვართ გადართულები. ცხადია, რიგაში უფრო რთული მატჩი გველის და ამიტომაც მოგვეთხოვება უკეთესად თამაში.
- რა წარმოდგენა გაქვთ ლატვიის ნაკრებზე?
- მალტისა და ლატვიის მატჩის ჩანაწერი ვნახეთ... რა გითხრათ... ლატვია ფიზიკური ძლიერი, გამძლე და დისციპლინირებული გუნდია. "მეორე სართულზე" კარგად თამაშობენ და შესაბამისად, ამ მხრივაც დიდი ბრძოლა მოგვიწევს.
- ოქტომბრის მატჩებში გულშემატკივარი ქულათა მაქსიმუმს ელის. ნახევარი უკვე არის, შეძლებთ რიგიდან 3 ქულის წამოღებას?
- ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით... ლატვია კარგი გუნდია და რიგაში ბევრი გუნდი დაკარგავს ქულებს. გპირდებით, იქაც ბოლომდე ვიბრძოლებთ მოგებისთვის. მით უმეტეს, ლატვიის მატჩი ბევრ რამეს გადაწყვეტს. თუ მოვიგებთ, ჯგუფიდან გასვლაზე უფრო სერიოზულ განაცხადს გავაკეთებთ. ერთი რამ ვიცი - რიგაში მოგება ჩვენს შესაძლებლობებს ნამდვილად არ აღემატება, ჰოდა, იმედია, გაგვიმართლებს კიდეც...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მიდი დათო, შენი გულშემატკივრები ვართ, ერთი ლატვიასაც დავუსეროთ ის დედის ჯიგარი!