"მალტის ნაკრებზე საკმაო ინფორმაცია გვქონდა. კარგად ვიცოდით, რომ ეს გუნდი მთელი შემადგენლობით დაცვაზეა ორიენტირებული და მწვავე
კაპიტანმა საუბარში მალტასთან მოგების მნიშვნელობასა და ნაკრების პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.
"მართალია მალტას მოვუგეთ, მაგრამ ეს გამარჯვება სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია. თითქმის სამი წელიწადია, რაც ნაკრებს შესარჩევ ციკლში არ მოუგია. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვებაზე ბევრჯერ უფო მნიშვნელოვანი საკვალიფიკაციო მატჩის მოგებაა. თუნდაც იმავე მალტასთან. მართალია ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ ნაკრებში რომ პროგრესია ამაზე რამდენიმე ფაქტრი მეტყველებს. ერთი ის, რომ უკვე 6-მატჩიანი წაუგებელია სერია გვაქვს. მეორე, ამ მოგებით ცხრილში უკვე ლიდერებში ვართ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესარჩევში ჩატარებულ 3 მატჩში უკვე 5 ქულა გვაქვს. უფრო მეტი, ვიდრე მთლიანად წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებულ 10 შეხვედრაში... წინა შესარჩევში მხოლოდ 3 ქულის აღება მოვახერხეთ".
საინტერესოა, რა აზრისაა ნაკრების კაპიტანი რიგაში გასამართ მატჩზე: "რიგაში უფრო რთული მატჩი გველის. უკვე ვნახეთ მეტოქე გუნდის თამაშის ჩანაწერი და გარკვეული წარმოდგენა უკვე გვაქვს. ლატვიის ნაკრებს კარგი ფეხბურთელები ჰყავს. განსაკუთრებით დაცვასა და თავდასხმაში. კომპაქტური, შეკრული გუნდია. ფიზიკური კონდიციებით, გამძლეობითა და სათამაშო დისციპლინით გამოირჩევა. ასეთი გუნდის წინააღმდეგ კი უკეთ თამაში გვმართებს. ლატვიაში მოგებისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და იმედი მაქვს ეს თამაში ჩვენთვის მისაღები შედეგით დამთავრდება", - საუბრის ბოლოს აღნიშნა კახა კალაძემ.