საქართველოს ნაკრებმა ფიფას დეკემბრის რეიტინგში რეგრესი განიცადა

AutoSharing Option
ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაცია ფიფამ დეკემბრის რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები 73-ე (481 ქულა) ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ანალოგიურ რეიტინგში თემურ ქეცბაიას გუნდი 65-ე პოზიციას იკავებდა.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებს რაც შეეხება, საფრანგეთმა მე-18 ადგილიდან მე-17-ეზე გადაინაცვლა. ასევე გაიუმჯობესეს საკუთარი პოზიციები ფინეთმა და ბელორუსმაც.

ფინელები 83-ე ადგილზე არიან, ხოლო ბელორუსები 65-ეზე. ესპანეთის ეროვნული გუნდი კი კვლავ რეიტინგის სათავეშია.

1 (1). ესპანეთი - 1606
2 (2). გერმანია - 1437
3 (3). არგენტინა - 1290
4 (5).
იტალია - 1165
5 (8). კოლუმბია - 1164
6 (6). ინგლისი - 1151
7 (4). პორტუგალია - 1144
8 (7). ჰოლანდია - 1124
9 (9). რუსეთი- 1070
10 (10). ხორვატია - 1064
----------
17 (18). საფრანგეთი - 949
65 (74). ბელორუსი - 516
83 (91). ფინეთი - 431

ასევე იხილეთ:
გამოკითხულთა 19.3%-მა 2012 წელს საქართველოს ნაკრების ასპარეზობა კატასტროფულად შეაფასა
მკითხველის კომენტარები / 1 /
მომავალ წელს ძალიან უნდა მოვინდომოთ!!!!
guja_kakhadze
00:24 20-12-2012
0

სიახლეები პოპულარული