სირაძე სსრკ-ის სიმბოლურ ნაკრებში

AutoSharing Option
რუსულ ვებგვერდ სპორტს.რუ-ს მიმომხილველებს ეტყობა ნოსტალგია მოეძალათ - ძველი დრო გაიხსენეს, არც დღევანდელობა დაივიწყეს და საინტერესო მასალა "გამოაცხვეს", რომელიც ჩვენს მკითხველსაც დააინტერესებს.

მოგეხსენებათ, ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ტურია ნათამაშები. სპორტს.რუ-მ განვლილი ნაწილის შედეგები მიმოიხილა და სიმბოლური ნაკრებიც შეადგინა. ვიდრე აქამდე მივალთ, ჯერ პოსტსაბჭოთა ნაკრებთა (უკრაინა, როგორც ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძელი, შესარჩევი ტურნირისგან გათავისუფლებულია) მიერ ნათამაშები ბოლო ტურებისა და ერთი ამხანაგური მატჩის შედეგები გავიხსენოთ:

ბელარუსი-ალბანეთი 2:0, მაკედონია-რუსეთი 0:1, აზერბაიჯანი-თურქეთი 1:0, ყაზახეთი-გერმანია 0:3, სომხეთი-ანდორა 4:0, ესტონეთი-სლოვენია 0:1, სან მარინო-მოლდოვა 0:2, ლატვია-საქართველო 1:1,
უკრაინა-ბრაზილია 0:2.

ახლა ვნახოთ, როგორია "დიდი ძმური ოჯახის" ნაკრებთა ერთობლივი სატურნირო მდგომარეობა 4 ტურის შემდეგ:

თ მ ფ წ ბ ქ
1. რუსეთი 4 3 0 1 6-3 9
2. ბელარუსი 4 2 2 0 8-0 8
3. სომხეთი 4 2 1 1 9-4 7
4. მოლდოვა 4 2 0 2 5-3 6
5. ესტონეთი 4 2 0 2 6-5 6
6. საქართველო 4 1 3 0 3-2 6
7. ლატვია 4 1 1 2 3-5 4
8. ლიტვა 3 1 1 1 2-3 4
9. აზერბაიჯანი 3 1 0 2 2-9 3
10. ყაზახეთი 4 0 0 4 0-10 0

სპორტს.რუ-მ ამ ქვეყნების ნაკრებებში გამორჩეულ ფეხბურთელთაგან სიმბოლური ნაკრებიც შეადგინა, რომელშიც საკვალიფიკაციო ეტაპის გარდა, უკრაინელთა ამხანაგური მატჩებიცაა გათვალისწინებული. რჩეულ თერთმეტეულში ერთადერთი ქართველია - თავდამსხმელი დავით სირაძე, რომელსაც მიმდინარე შესარჩევში 2 გოლი (მალტასა და ლატვიასთან) აქვს გატანილი. სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

იგორ აკინფეევი (რუსეთი) - რაშად სადიღოვი (აზერბაიჯანი), ალექსეი სავინოვი (მოლდოვა), ანდრეი სიდორენკოვი (ესტონეთი), რამუნას რადავიჩუსი (ლიტვა) - ჰენრიხ შმიდტგალი (ყაზახეთი), ალექსანდრ ალიევი (უკრაინა), ალექსანდრს ცაუნია (ლატვია) - დავით სირაძე (საქართველო), ვიტალი როდიონოვი (ბელარუსი), გევორქ კაზარიანი (სომხეთი).

სიმბოლური ნაკრების შემდგენლებმა თითოეულ ფეხბურთელს თავიანთი არგუმენტი მიუწერეს. საინტერესოა, რას წერენ დავით სირაძეზე:

"ნალჩიკის "სპარტაკის" თავდამსხმელმა ოქტომბერში ჩატარებულ მატჩებში საქართველოს ნაკრებს მალტასთან შესარჩევი ციკლის პირველი გამარჯვება მოუტანა. სირაძე ძალზე ახლოს იყო იმასთან, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის კიდევ ერთი გამარჯვების მთავარი შემოქმედი გამხადარიყო და თანამემამულეებთან ერთად მოგება ლატვიაში ეზეიმა, მაგრამ არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ალექსანდრს ცაუნიამ ლატვიელებს ქულა გადაურჩინა. არადა, საქართველოს რიგაში რომ მოეგო, ბელარუსთან ერთად პოსტსაბჭოთა სირვცეში მეორე ადგილს გაიყოფდა", - წერს ვებგვერდი სპორტს.რუ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული