საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
17 იანვარს ფიფამ ეროვნულ ნაკრებთა ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა.

დეკემბრის შემდეგ რეიტინგში სულ 46 საერთაშორისო მატჩი გაიმართა, ამიტომაც სიაში ბევრი ცვლილება არ არის. მოწინავე ათეულში ერთი ცვლილებაც არ არის: ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი (ასევე, ჩვენი მეტოქე შესარჩევ ციკლში) ესპანეთის ნაკრები ისევ პირველი გუნდია პლანეტაზე 1606 ქულით.

მეორე ადგილზე გერმანიის ნაკრებია 1437 ქულით, მესამეზე კი არგენტინაა 1290 ქულით. ხუთეულში არიან აგრეთვე: იტალია (1165) და კოლუმბია (1164).

გაგაცნობთ ტოპ-10-ეულის სხვა წევრებსაც: 6. ინგლისი - 1151 ქულა; 7. პორტუგალია - 1144; 8. ჰოლანდია -
1124; 9. რუსეთი - 1070; 10. ხორვატია - 1064.

2014 წლის მუნდიალისთვის ბრძოლაში ჩვენი დანარჩენი მეტოქეები შემდეგ ადგილებზე არიან: 17. საფრანგეთი - 949 ქულა; 84 (-1). 65. ბელორუსი - 576; ფინეთი - 431.

თემურ ქეცბაიას ნაკრები რეიტინგში ერთი ადგილით დაწინაურდა - 481 ქულით მსოფლიოში 72-ეა.

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრებმა ფიფას დეკემბრის რეიტინგში რეგრესი განიცადა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული