თემურ ქეცბაიამ საალბანეთო სიას ნიკოლოზ გელაშვილი დაამატა

AutoSharing Option
როგორც 25 იანვარს გახდა ცნობილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ალბანეთში წასაყვან შემადგენლობას გერმანული "ბოხუმის" 27 წლის თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი დაამატა.

შეგახსენებთ, ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩი ტირანაში 6 თებერვალს გაიმართება, ჩვენი ეროვნული გუნდის შემადგენლობა კი დღეისთვის ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო, თბილისი), ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი);

მცველები:
გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი), გულვერდ თომაშვილი, დავით კვირკველია
(ორივე - დილა, გორი), ილია კანდელაკი (ინტერი, აზერბაიჯანი), მამუკა კობახიძე (ალანია, რუსეთი);

ნახევარმცველები:
მურთაზ დაუშვილი, ლევან ყენია (ორივე - კარპატი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (ორივე - დნიპრო, უკრაინა), დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე - ილიჩევეცი, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი ძარია (დინამო, თბილისი);

თავდამსხმელები:
ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია), ნიკოლოზ გელაშვილი (ბოხუმი, გერმანია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
დვალზე მაგრად მიტყდება რომ არ იძახებს
dato
14:00 26-01-2013
0
dato - მიზეზს მაინც რომ ამბობდნენ რატომ არ მიჰყავთ, ფეხბურთელიც იმუშავებდა იმ პრობლემაზე და ჩვენც, გულშემატკივრები, მშვიდად ვიქნებოდით.
guja_kakhadze
19:09 26-01-2013
0

სიახლეები პოპულარული