საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ტირანაში, "ქემალ სტაფას" სტადიონზე ალბანეთის ეროვნულ გუნდს ამხანაგურად ეთამაშა და 2:1 მოუგო.

თემურ ქეცბაიას გუნდს თავიდან მასპინძლები უგებდნენ. ანგარიში ერიონ ბოგდანიმ გახსნა 24-ე წუთზე. მე-40 წუთზე ანგარიში შეცვლაზე შესულმა მათე ვაწაძემ თავურით გაათანაბრა. საგოლე პასი ლევან ყენიას ანგარიშზეა.

მატჩის ბედი 82-ე წუთზე გადაწყდა, როცა მცველმა უჩა ლობჟანიძემ კარიერაში პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა. ლობჟანიძემ გოლი მარცხნიდან ჩამოწოდების შემდეგ, კარისკენ ზურგისკენ მდგარმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით დაიწყო: კვასხვაძე, ლობჟანიძე, გრიგალავა, ხიზანიშვილი, კაშია (კაპ), კანდელაკი, კობახიძე, ძალამიძე, ყენია, თარგამაძე, მჭედლიძე.

მატჩის 21-ე წუთზე ლევან მჭედლიძის ნაცვლად მოედანზე მათე ვაწაძე გამოვიდა.

პირველი ტაიმი

VideoSportall.Ge
ალბანეთი - საქართველო 1:1 (I ტაიმი)


მეორე ტაიმი

VideoSportall.Ge
ალბანეთი - საქართველო 1:2 (II ტაიმი)


ასევე იხილეთ:
საქართველოს და ალბანეთის ნაკრებების ურთიერთდაპირისპირების ისტორია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული