აღსანიშნავია, რომ რჩეულთა შორის, თემურ ქეცბაია და ჩვენი ნაკრების ყოფილი მწვრთნელებიც არიან. ჩამონათვალში ჩვენი ჯგუფის ერთი მეტოქე გუნდის დამრიგებელიც არის.
სჯობს ყოველივეს თანმიმდევრობით გაგაცნობთ.
ბოლო ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელთა შორის ჩვენი ეროვნულის თავკაცი თემურ ქეცბაია და კიდევ 5 მწვრთნელი, ბელგიელ ჟან ფრანსუა დე სარტთან, ბოსნიელ მიროსლავ ბლაჟევიჩთან, პოლონელ პაველ იანასთან, ურუგვაელ
სიაში ჩვენი ეროვნულის ჯგუფის მეტოქეებიდან ერთი მწვრთნელია, ლატვიის ნაკების თავკაცი ალექსანდრს სტარკოვსი. ლატვიელი სპეციალისტი 19 ქულით ტოპმიოლერზე წინ, 57-60-ე ადგილზეა. ქართული ფეხბურთის სკოლაგამოვლილი ვალერი გაზაევი 15 ქულით 74-78-ე ადგილზეა.
განმარტებისთვის გაცნობებთ, რომ ეს რეიტინგი გამოკითხვაში მიღებული ხმების მიხედვით არის შედგენილი და მოპოვებული ტიტულები მასში გადამწყვეტ როლს არ თამაშობს.
დაბოლოს, 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის მწვრთნელთა რეიტინგში, მოწინავე ოცეულში ასეთი განლაგებაა:
1. არსენ ვენგერი (საფრანგეთი) 142
2. ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია) 133
3. ჟოზე მოურინიო (პორტუგალია) 115
4. გუუს ჰიდინკი (ჰოლანდია) 112
5. ფაბიო კაპელო (იტალია) 106
6. ლუის ფელიპე სკოლარი (ბრაზილია) 101
7. რაფაელ ბენიტესი (ესპანეთი) 97
8. კარლო ანჩელოტი (იტალია) 92
9. მარჩელო ლიპი (იტალია) 88
10. მარსელო ბიელსა (არგენტინა) 86
11. ფრანკ რაიკაარდი (ჰოლანდია) 80
12. სვენ გორან ერიქსონი (შვედეთი) 79
13. კარელ ბრიუკნერი (ჩეხეთი) 76
14. კარლოს ალბერტო პერეირა (ბრაზილია) 65
ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი) 65
16. ოტო რეჰაგელი (გერმანია) 61
17. ოტმარ ჰიტცფელდი (გერმანია) 58
18. კარლოს ბიანკი (არგენტინა) 53
19. დუნგა (ბრაზილია) 50
ჟერარდ ულიე (სარფრანგეთი) 50