საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში წინ მიიწევს

AutoSharing Option
14 თებერვალს "ფიფა-კოკა კოლას" ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ნაკრები სამი საფეხურით არის დაწინაურებული.

თემურ ქეცბაიას ნაკრებს ტირანაში ალბანეთის ნაკრების 2:1 ძლევა დაუფასდა - ჩვენი ნაკრები 491 ქულით 69-ე ადგილზეა, რაც წინა თვის შედეგს 10 ქულით და 3 საფეხურით სჯობს.

აფრიკის თასზე გამარჯვების წყალობით ნიგერიის ნაკრები 22 ადგილით წავიდა წინ და 30-ეზე გადავიდა. კიდევ უფრო დიდი პროგრესი აქვს ფინალისტ ბურკინა ფასოს - 37 ადგილი.

2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ჯგუფში ჩვენი მეტოქეები ასე განლაგდნენ: ესპანეთი პირველია, საფრანგეთი ისევ მე
-17 ადგილზეა, ბელორუსი - 65-ეზე, ფინეთი - 85-ეზე (-1).

ფიფას რეიტინგის საუკეთესო 10-ეული

1. ესპანეთი 1590
2. გერმანია 1437
3. არგენტინა 1281
4. ინგლისი 1160
5. იტალია 1157
6. კოლუმბია 1129
7. პორტუგალია 1129
8. ჰოლანდია 1108
9. ხორვატია 1059
10. რუსეთი 1055

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენ გავასწრებთ ესპანეთსაც და გავალთ 0 ადგილზე
ამაყი
11:10 15-02-2013
0
აუ რა ბედნიერებაა მართლა! ყველას მაგრა გაგვიხარდა!
Vasha!
19:00 14-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული