ირაკლი ძარია: ყველაფერს ვიზამთ, რომ საფრანგეთში საქართველო არ შევარცხვინოთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 18 მარტს საფრანგეთში შეიკრიბება და საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის მზადებას დაიწყებს.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელთა ნაწილი 18 მარტს, დილით თბილისიდან საფრანგეთში გაემგზავრა.

ევროპულ გუნდებში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელები გუნდს ასევე 18 მარტს შეუერთდებიან და მცირე ვარჯიშსაც გამართავენ.

მატჩის წინა დღეს, 21 მარტს, საქართველოს ნაკრები "სტად დე ფრანსზე" ივარჯიშებს, 22 მარტს კი საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებების ოფიციალური შეხვედრა გაიმართება.

ირაკლი ძარია:
"ძალიან რთული მატჩი იქნება. საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოსა და
ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო არ შევარცხვინოთ.

შანსი აუცილებლად გვექნება და შევეცდებით, გამოვიყენოთ".


ირაკლი მაისურაძე:
"ძალიან რთული თამაში იქნება, ყველას მოეხსენება საფრანგეთის ნაკრების სიძლიერე.

იმედი მაქვს, რომ ყველა გამოძახებული ფეხბურთელი მწყობრშია და მზადაა, დადებით შედეგს მივაღწიოთ".


მომზადებულია "რუსთავი 2"-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ საფრანგეთთან მატჩისთვის ნაკრების შემადგენლობა გააცხადა
მათე ვაწაძე: საფრანგეთთან მატჩს ბევრი ფეხბურთელი განსაკუთრებულად ელოდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული