დიდიე დაშამი: ჩვენ ჯერ საქართველოს ნაკრებს უნდა მოვუგოთ!

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა 22 მარტს საქართველოს ნაკრებთან გასამართი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, "სტად დე ფრანსზე" თემურ ქეცბაიას გუნდთან დაპირისპირებიდან ოთხი დღის შემდეგ ფრანგებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთის ეროვნულ გუნდთან უწევს თამაში.

"ლე ბლოს" 44 წლის დამრიგებელმა ფიფას ოფიციალურ საიტთან მომავალ მატჩებზე საუბრისას საქართველოს ნაკრებთან მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ესპანეთის ნაკრებთან დაპირისპირებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჩვენ ჯერ საქართველოს უნდა მოვუგოთ.

რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის ერთ-ერთი
საუკეთესო ნაკრებია, თუმცა ქართველებს კარგი და აგრესიული სტილით მოთამაშე ფეხბურთელები ჰყავთ.

ვფიქრობ, მომავალ შეხვედრაში ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული",
- თქვა დეშამმა.

ასევე იხილეთ:
საფრანგეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შემადგენლობა დაასახელა
ირაკლი ძარია: ყველაფერს ვიზამთ, რომ საფრანგეთში საქართველო არ შევარცხვინოთ
მათე ვაწაძე: საქართველოს ნაკრებისთვის ჯერ ბევრი არაფერი გამიკეთებია
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოგიგებთთ
tsalka
16:48 18-03-2013
0
მოვიგებთ???? :D :D :D ღმერთმა ქნას. მარა რავიცი რავიცი
luka luka
18:22 18-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული