francetvsport.fr: საქართველო - ფრთხილად, საშიშია!

AutoSharing Option
ახლოვდება 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩი საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, რომელიც 22 მარტს პარიზში გაიმართება და შესაბამისად, ფრანგული მედია უკვე დიდ ყურადღებას უთმობს მომავალ თამაშს.

გთავაზობთ სტატიას, რომელიც "ფრანს ტვ"-მ მოამზადა:

"საქართველო - ფრთხილად, საშიშია!"

"საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც პარასკევს "სტად დე ფრანსზე" ჩვენს ეროვნულ გუნდს შეეჯიბრება, არასოდეს ყოფილა დიდი გუნდი, თუმცა, როგორც დიდიე დეშამი ამბობს, მოედანზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ჩვენი მხრიდან კი დავამატებთ - განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს საფრანგეთის ნაკრებს ეხება.

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 69-ე ადგილზეა და
ეს გუნდი კლასიფიკაციაში 42-ე ადგილზე მაღლა არ ყოფილა. ეს მოხდა 1998 წლის სექტემბერში. მაშინ საფრანგეთი მსოფლიოში მეორე იყო რეიტინგში ბრაზილიის შემდეგ.

საქართველო თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში თუნდაც ერთი ვარსკვლავის პოვნა ძნელია. ამ ნაკრებში უთამაშია შოთა არველაძეს, რომელიც "რეინჯერსიდან" და "აიაქსიდან" გვახსოვს. ბოლოს თამაშობდა ლევან კობიაშვილი, რომელიც ახლა "ჰერტაშია", მაგრამ დიდი ვარსკვლავი საქართველოს ნაკრებს არასოდეს ჰყოლია.

საქართველოს ნაკრები შედარებით ახალგაზრდაა. ის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოვიდა ასპარეზზე. ამიტომაც გასაკვირი სულაც არაა, რომ ამ გუნდს მსხვილი ტურნირების ფინალურ სტადიაზე არასოდეს უასპარეზია.

მართალია, საქართველოს ნაკრებს სერიოზული შედეგები არ ჰქონია, მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინათ თემურ ქეცბაიას გუნდმა ხორვატია 1:0 დაამარცხა, საბერძნეთს კი სტუმრად 1:1 ეთამაშა.

მათ ამ შესარჩევი ციკლის პირველ მატჩშიც ფურორი მოახდინეს.

ლა როხას სერიოზული გამოცდა
ოთხ მატჩში საქართველოს ნაკრების ბალანსი ასეთია: 1 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება. გუნდმა წააგო ესპანეთის ნაკრებთან, მაგრამ მხოლოდ ბოლო წუთებზე.

თბილისში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებს სოლდადოს გოლამდე 86 წუთი ცდა მოუწიათ, რათა 3 ქულა მოეპოვებინათ. ის კი არა, იკერ კასილიასმა მხოლოდ მზერა გააყოლა ამისულაშვილის დარტყმულს - ესპანეთის ნაკრები მხოლოდ ძელმა იხსნა.

ათი კაცით დაცვაში მოთამაშე კობიაშვილის თანამემამულეებმა მეკარე ლორიას ბრწყინვალე თამაშით თითქმის მთელი მატჩი გაძლეს.

თუკი საქართველოს ნაკრებს შეუძლია, მსოფლიოს საუკეთესო გუნდს 86 წუთი გაუძლოს, მაშინ ამ გუნდს ნამდვილად ძალუძს, საფრანგეთის ნაკრებს 90 წუთი არ გაატანინოს.

დეშამის გუნდს დიდი ამოცანა აქვს, მან უნდა დაამარცხოს "კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული" (როგორც მწვრთნელმა თქვა) საქართველოს ნაკრები და სამშაბათის დიდი მატჩისთვისაც მზად იყოს "ლა როხას" წინააღმდეგ.

არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრები სულ სამი ქულით ჩამორჩება ლიდერებს.

საფრანგეთის ნაკრებისთვის ძალიან მძიმე იქნება ესპანეთთან თამაში, თუკი მანამდე საქართველოსთან შეხვედრა წარუმატებლად დასრულდება.

საფრანგეთის ნაკრები უცნაური გუნდია, მას შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გუნდს აჯობოს, მაგრამ ასევე "შეუძლია" ზურგით დაეცეს ხალიჩაზე სუსტ მეტოქესთან ბრძოლაში.

შეუძლებელია - არ არის ფრანგული სიტყვა. ჩვენ, ფრანგებს, ეს ასე გვესმის - ყველაფერი შესაძლებელია..."

ასევე იხილეთ:
დიდიე დაშამი: ჩვენ ჯერ საქართველოს ნაკრებს უნდა მოვუგოთ!
თემურ ქეცბაიამ საფრანგეთთან მატჩისთვის ნაკრების შემადგენლობა გააცხადა
მკითხველის კომენტარები / 7 /
კალაძე ვარსკვლავი არ იყო?
კალაზე
15:21 20-03-2013
0
რომელია საიფათო??? ნუ გვეკაიფები შე დამპალო :)
luka luka
12:51 20-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული