ფრანგებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეცდომებზე იცინეს

AutoSharing Option
ფრანგულმა ინტერნეტგამოცემა "20 წუთმა" სპეციალური წერილი მიუძღვნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის მიერ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელთა გვარების დამახინჯებას.

"Olivier Zhuri", "Johan Kabale", "Christopher Zale"... ქართველთა ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი ახლებურ ხიბლს სძენს საფრანგეთის ნაკრების სიას"

"ვიმედოვნებთ, საქართველოს ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია პარასკევის მატჩის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის ინფორმაციას არ დაეყრდნობა ფრანგთა სიასთან დაკავშირებით.

ამ სიაში თქვენ ნახავთ რომენ ალესანდრინის, რომელსაც ჯვარედინი იოგები აქვს დაზიანებული და კიდევ კარგა ხანს ვერ ითამაშებს. აქვე არიან ბაკარი სანია და ეტიენ კაპო.

მოკლედ,
სია იმის ნაზავია, რა შემადგენლობაც დიდიე დეშამს ჰყავდა გერმანიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის გამოძახებული და იმის, რომელიც ახლა გამოაქვეყნა მან.

ამით ყველაფერი არ მთავრდება: სიის წევრების უმეტესობის გვარ-სახელი შეცდომითაა. მაგალითად, Yohan Cabaye გახდა "Johan Kabale", Olivier Giroud კი "Olivier Zhuri", Loic Remy არის Lyoko Rem. წარმოდგენაც კი ძნელია, რა სახე აქვთ დიმიტრი პაიეს და კრისტოფ ჟალეს გვარ-სახელებს.

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართული საიტის ინგლისურენოვანი პროგრამის ტექნიკური წუნია და მეტი არაფერი".

ეს სტატია "20 წუთში" 19 მარტს გამოქვეყნდა. უნდა აღინიშნოს, რომ ფედერაციის საიტზე აღნიშნული შეცდომები უკვე გასწორებულია.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
francetvsport.fr: საქართველო - ფრთხილად, საშიშია!
მკითხველის კომენტარები / 8 /
რის "საფრანგეთის ნაკრები"? სად არიან ფრანგები? მთლიანად ზანგებისა და არაბების ნაბორია. მე მირჩევნია ჩვენ ნამდვილი ეროვნული გუნდი გვყავდეს და ვერაფერს მივაღწიოთ, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგოთ მსგავსი ნაკრებით. წარმოდგენა არა მაქვს, როგორ უნდა უგულშემატკივრო ასეთი ტიპის ნაკრებს. გამგები გაიგებს.
მიხო
19:12 20-03-2013
0
მიხო, შენი ნათქვამი სავსებით შეეფერებოდა 5 წლის წინანდელ ნაკრებს, დღევანდელში ბევრი ეთნიკური ფრანგია უკვე.
თემო
20:08 20-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული