L' Equipe.fr: ჯერ საქართველოა დასამარცხებელი

AutoSharing Option
"ეკიპის" საიტზე გამოქვეყნდა მცირე სტატია: "ჯერ საქართველოა დასამარცხებელი", რომელიც ბუნებრივია, 22 მარტის საფრანგეთი-საქართველოს თამაშს შეეხება.

"მართალია, ირგვლივ ყველა მხოლოდ სამშაბათის მატჩზე ლაპარაკობს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებს ჯერ პარასკევს საქართველო ჰყავს დასამარცხებელი, თუ ბრაზილიის მუნდიალის საგზურის მოპოვება სურს.

დიდიე დეშამის ნაკრებს (7 ქულა) სხვა შანსი არა აქვს, უნდა აუცილებლად დაამარცხოს თემურ ქეცბაიას კრებული (4 ქულა) "სტად დე ფრანსზე".

"ახლა ჩვენი შეკრების ერთადერთი მიზანი არის მორიგი სამი ქულა, სხვა არაფერზე არ ვფიქრობთ", - ასეთია ფრანგთა მესაჭის პრიორიტეტი და როგორც ჩანს,
შეგირდებიც უგებენ მას, თუმცა არც ესპანელებთან დაპირისპირება ავიწყდებათ. 

აი, რას ამბობს ლოიკ რემი: "ჩვენ უკვე მოგვიახლოვდა დიდი მატჩი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ ჩვენთვის ღირსების მატჩზე".

"საქართველოს ნაკრების დამარცხება მართლაც კარგი გზა იქნება, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ ფრანგებმა ირწმუნონ საკუთარი ძალების
". - წერს "ეკიპი".

ასევე იხილეთ:
ფრანგებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეცდომებზე იცინეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
უნდა მოვიგოთ! მხოლოდ ვისაც ჯერა რომ მოვიგებთ, ისინი გამოვიდნენ მოედანზე და იმათმა ვუყუროთ ამ მატჩს!
მე მჯერა ჩვენი ბიჭების!
ძირს პესიმიზმი, გაუმარჯოს საქართველოს!
Georgi
17:35 20-03-2013
0

სიახლეები პოპულარული