"მართალია, ირგვლივ ყველა მხოლოდ სამშაბათის მატჩზე ლაპარაკობს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებს ჯერ პარასკევს საქართველო ჰყავს დასამარცხებელი, თუ ბრაზილიის მუნდიალის საგზურის მოპოვება სურს.
დიდიე დეშამის ნაკრებს (7 ქულა) სხვა შანსი არა აქვს, უნდა აუცილებლად დაამარცხოს თემურ ქეცბაიას კრებული (4 ქულა) "სტად დე ფრანსზე".
"ახლა ჩვენი შეკრების ერთადერთი მიზანი არის მორიგი სამი ქულა, სხვა არაფერზე არ ვფიქრობთ", - ასეთია ფრანგთა მესაჭის პრიორიტეტი და როგორც ჩანს,
აი, რას ამბობს ლოიკ რემი: "ჩვენ უკვე მოგვიახლოვდა დიდი მატჩი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ ჩვენთვის ღირსების მატჩზე".
"საქართველოს ნაკრების დამარცხება მართლაც კარგი გზა იქნება, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ ფრანგებმა ირწმუნონ საკუთარი ძალების". - წერს "ეკიპი".
ასევე იხილეთ:
ფრანგებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეცდომებზე იცინეს
მე მჯერა ჩვენი ბიჭების!
ძირს პესიმიზმი, გაუმარჯოს საქართველოს!