"7 თვე გავიდა, რაც დიდიე დეშამი ნაკრების თავკაცია და საფრანგეთის გუნდმა 7 მატჩში შუახაზის 6 სხვადასხვა კომბინაციით ითამაშა.
საქართველოსთან და ესპანეთთან დაპირისპირებებიც არ იქნება გამონაკლისი, რადგან დიდიემ უნდა გაითვალისწინოს ახალი ფაქტორი - დისკვალიფიკაციის საფრთხე.
ოთხ ფეხბურთელს ესპანეთთან დაპირისპირების გამოტოვება მოუწევს, თუკი ისინი პარასკევის მატჩში ყვითელ ბარათს მიიღებენ. ესენია: მატუიდი, კაბაი, გონალონი და კოშიელნი", - წერს გამოცემა.
"ევროსპორტის" აზრით, დეშამს ასარჩევი აქვს ტაქტიკური სქემა - 4-2-3-1, 4-3-3 თუ 4-4-2.
აქვე გთავაზობთ "ევროსპორტის" მიერ შედგენილ სავარაუდო შემადგენლობას. როგორც ხედავთ, დებიუტანტები პოლ პოგბა და რაფაელ ვარანი სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრებიან.
საფრანგეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა
ასევე იხილეთ:
Le Parisien: რატომ უნდა ითამაშონ საქართველოსთან აუცილებლად პოგბამ და ვარანმა