საფრანგეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა და ტაქტიკური მონახაზი

AutoSharing Option
"ევროსპორტის" ფრანგული ინტერნეტგამოცემა მიიჩნევს, რომ საქართველოსთან მატჩში დიდიე დეშამის გუნდისთვის უმთავრესი შუახაზის მოგებაა.

"7 თვე გავიდა, რაც დიდიე დეშამი ნაკრების თავკაცია და საფრანგეთის გუნდმა 7 მატჩში შუახაზის 6 სხვადასხვა კომბინაციით ითამაშა.

საქართველოსთან და ესპანეთთან დაპირისპირებებიც არ იქნება გამონაკლისი, რადგან დიდიემ უნდა გაითვალისწინოს ახალი ფაქტორი - დისკვალიფიკაციის საფრთხე.

ოთხ ფეხბურთელს ესპანეთთან დაპირისპირების გამოტოვება მოუწევს, თუკი ისინი პარასკევის მატჩში ყვითელ ბარათს მიიღებენ. ესენია: მატუიდი, კაბაი, გონალონი და კოშიელნი", - წერს გამოცემა.

"ევროსპორტის" აზრით, დეშამს ასარჩევი აქვს ტაქტიკური სქემა - 4-2-3-1, 4-3-3 თუ 4-4-2.

აქვე გთავაზობთ "ევროსპორტის" მიერ შედგენილ სავარაუდო შემადგენლობას. როგორც ხედავთ, დებიუტანტები პოლ პოგბა და რაფაელ ვარანი სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრებიან.

საფრანგეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
Le Parisien: რატომ უნდა ითამაშონ საქართველოსთან აუცილებლად პოგბამ და ვარანმა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვარანი თუ არ ათამაშეს და უკეთესი ვინღა ყავთ,რეალში რამოსს არ უდებს ტოლს.
Temo
17:24 21-03-2013
0

სიახლეები პოპულარული