შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე ქეცბაია ქართველი ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა.
თავდაპირველად კონფერენცია საქართველოს ნაკრების მთავარი მწრთნელის საუბრით დაიწყო.
"ძალიან ძნელი თამაში იყო. ჩემი ბიჭებით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება პირველ ტაიმს, სამწუხაროა, რომ გოლი ბოლო წუთებზე გავუშვით.
- წაგებაზე ჩამოსვლით ხართ კმაყოფილი?
- ვინ თქვა, რომ წაგებით ვარ კმაყოფილი. მე ვარ კმაყოფილი ბიჭების მონდომებით. თქვნ ალბათ კარგად არ გესმით და არ გინდათ გაიგოთ.
- გუშინ
ამ კითხვაზე ქეცბაიამ გაიცინა, რასაც ჟურნალისტის შემდეგი კითხვა მოჰყვა.
- სასაცილოა ახლა თქვენი მდგომარეობა?
- სასაცილო არ არის, მაგრამ თქვენნაირი ჟურნალისტი რომ გვყავს, მაგიტომ გვაქვს ასეთი სიტუაცია.
ბევრჯერ ჩამოვსულვართ საფრანგეთში და მოგვიგია ან კიდევ ბევრ გუნდს მოუგია საფრანგეთში?
Video
თემურ ქეცბაიას კამათი ქართველ ჟურნალისტთან
თემურ ქეცბაიას კამათი ქართველ ჟურნალისტთან
მომზადებულია რუსთავი-2ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]
საფრანგეთი-საქართველოს მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია