თემურ ქეცბაია: ნაკრებიდან მაშინვე წავალ, როცა შანსი გაქრება!

AutoSharing Option
8 აპრილს ტელეკომპანია "მზის" ეთერში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა.

უამრავი თემისგან შემდგარი კითხვა-პასუხის ბოლოს ქეცბაიამ ერთი საგულისხმო განცხადება გააკეთა: როგორც კი საქართველოს ნაკრები შესარჩევი ტურნირის მსვლელობისას ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს დაკარგავს, ქართველთა მწვრთნელი მაშინვე დატოვებს დაკავებულ პოსტს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ზე მოხვედრის შანსი გაცილებით მაღალია, რადგან ფინალურ ეტაპზე 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის კვალიფიკაციის ფორმატი.

იმედია, მომავალი შესარჩევი ციკლი საქართველოს ნაკრებისთვის ისე განვითარდება, რომ არც
ჩვენ დაგვჭირდება ქეცბაიასთვის 8 აპრილს გაკეთებული განცხადების შეხსენება და არც მას გაახსენდება თავისი ნათქვამი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"თემურ ქეცბაია საბერძნეთთან მატჩის შემდეგ უნდა გადამდგარიყო!"
თემურ ქეცბაია: ჯანო ანანიძე სამი წლის წინანდელ დონეზე დარჩა
კვირის 1000 წვრილმანი: სად არის თავსატეხი ამოცანა?
ბოლო ჯგუფში - საქართველოს ნაკრების უსიამოვნო პერსპექტივა
მარადიული კითხვა - შედეგი თუ სანახაობა?
დროის გაყვანის ტაქტიკა - თვალსაზრისი საფრანგეთი-საქართველოს მატჩზე
ვლადიმერ გუცაევი: ამ დონეს სხვა კლასი სჭირდება
ქეცბაიას კამათი ჟურნალისტთან - ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთთან? [VIDEO]
საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
პარკეტის დამგებმა თუ ცუდად დააგო,ერთი ჭიტლაყი უნდა და ფულიც არ უნდა მისცე.ამ კაცმა ვერ მოარჯულა ფეხბურთელები,ვერ ასწავლა ის სიყვარული რასაც მოგება ჰქვია.ეძებს და ვერ პოულობს.ამიტომ ზალად ფეხბურთელებს ჭიტლაყი და სამუდამოდ უარი ნაკრებში თამაშზე.ბებრებმა კი ნამუსი იქონიონ,გაეცალეთახლებს,იქნებ მოხდეს სასწაული.
kako
16:10 13-04-2013
0
odala-ს,რას უძახი დემაგოგიას შენ,კაცი რომ იკითხავს,რატომ არის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის კონტრაქტი გასაიდუმლოებულითქო?თუ იმის კითხვა: დაქცეული რომ არის ქვეყანაში საფეხბურთო მეურნეობა,ბავშვები ვერ დადიან უსახსრობის გამო სპორტზე და ვინც ახერხებს ღმერთმა უწყის როგორ პირობებში ვა5რჯიშობენ,იქნებ არ ღირდეს იმ ნაკრების მწვრთნელს ვუხდიდეთ მილიონ დოლარიან ხელფასს რომელიც,მალტასთან ვერ მოგებას ფეხბურთელების დაბალ კვალიფიკაციას აბრალებდეს.რა დაინახე ერთი დემაგოგიური ჩემს კომენტარებში?რა,35 წლის მაგივრად 33 წლის ფეხბურთელს რომ ათამაშებ ეს გაახალგაზრდავებას ნიშნავს თუ,მართალი არ ვარ?იცი ბიჯო შენ თავის დროზე ქეცბაია რას უშვებოდა ზაზ ჯანაშიას?ოთახში რომ,არ უშვებდა სუნიანთან არ დავწვებიო?კაცის საქციელი იყო ვეტერანებს რომ,ებლატავა ეგ ქლიავი ხმას რატო არ იღებდით ფეხბურთს რომ ანგრევდნენო,თვითონ რა,ვეტერანი არ იყო თუ არ ეთქმოდა?სადმე რამე გაუპროტესტებია?2 კვირის დარჩენილი იყო უგუნდოდ ასათიანი ნაკრებში რომ,არ დაუძახა უვარჯიშებელს ვერ ვათამაშებო და ამ დროს ზესთაფონში თვეების მანძილზე დუბლებშიც რომ,არ ავარჯიშებდნენ ისეთ დაუშვილი სასტავში ყავდა მუდმივად.ხუბუტია ერთი პერიოდი რუმინეთში თამაშის დროს უცებ ყველასათვის უცნობი ფეხბურთელი ძირითადის შეუცვლელი კაცი რომ გახდა და მალევე უკეთეს ლიგაში გაყიდულს ერთი წამითაც აღარ უთამაშია ნაკრებში სულ პატარა კითხვას არ გიჩენს მაინც?
daviti
16:21 10-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული