შეგახსენებთ, რომ ქეცბაიამ ნაკრებში ამჯერად 30 ფეხბურთელი
"დიახ, მართალია, კლუბებმა დავით სირაძისა და გურამ კაშიას დათმობა გვთხოვეს. კლუბების მიერ გამოგზავნილ წერილებში ამ გუნდების ვითარებაა ახსნილი. რუსეთში სეზონის ბოლო ტურებია, "ვიტესი" ჰოლანდიურ ერედივიზიონში გასავარდნ ზონაშია და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. მათი თხოვნაა, ეს მდგომარეობა გავითვალისწინოთ და ამ ეტაპზე დავთმოთ ეს ფეხბურთელები. ამ საკითხს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გადაწყვეტს", - "ლელოსთან საუბარში აღნიშნა ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ.
ნაკრებთან დაკავშირებით კიდევ ერთს გამცნობთ. თებერვალში კვიპროსზე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. ამ გათამაშებაში ჩვენი ეროვნული გუნდის მონაწილეობის საკითხიც განიხილებოდა. როგორც შევიტყვეთ, კუნძულზე "ჯვაროსნების" გამგზავრება საეჭვოა. თუმცა ქართულ მხარეს კვიპროსიდან საბოლოო პასუხი ჯერ არ მიუღია. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ფედერაციამ თადარიგი დაიჭირა და თებერვალში ამხანაგური მატჩის ორგანიზებისთვის მოლაპარაკებები წამოიწყო. როგორც გავიგეთ, ერთერთი პოტენციური სპარინგპარტნიორი უნგრეთია.
"რამდენიმე ქვეყნის ფედერაციასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, მათ შორის არის უნგრეთიც. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ კვიპროსის ტურნირში მონაწილეობაზე საბოლოო პასუხი ჯერ არ მიგვიღია", - გვითხრა ნიკა ჩხეიძემ.
ვნახოთ, რა დონის გუნდია ჩვენი პოტენციური სპარინგი. უნგრეთის ნაკრებს ადგილობრივი სპეციალისტი შანდორ ეგერვარი წვრთნის. ფიფას მიერ ოქტომბრის თვის რეიტინგში უნგრეთი საქართველოზე 31 საფეხურით წინ, 44-ე ადგილზეა. ევროპის 2012 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრელებს 4 მატჩში 9 ქულა აქვთ და ჯგუფში ჰოლანდიის შემდეგ მეორე ადგილზე არიან. უნგრეთმა შესარჩევი შვედეთთან გასვლითი მარცხით (0:2) დაიწყო, მერე შინ მოლდოვა დაამარცხა (2:1). ოქტომბერში სან მარინო ბუდაპეშტში გააცამტვერა (8:0) და ფინეთი სტუმრად დაამარცხა (2:1).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"