საქართველოს ნაკრების დიდი რეგრესი ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში

AutoSharing Option
ფიფა/კოკა-კოლას მორიგ სანაკრებო რეიტინგში, რომელიც 11 აპრილს გამოქვეყნდა, საქართველოს ეროვნული გუნდი ერთბაშად 22 საფეხურით დაქვეითდა და 91-ე ადგილს იკავებს.

შედეგად, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, რეიტინგის მხრივ, ყველა მეტოქე სჯობნის.

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიას გუნდმა შეხვედრა ბოლოს 22 მარტს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, სტუმრად საფრანგეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის მეტოქეებს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები კვლავაც რეიტინგის სათავეშია. წინა თვის რეიტინგთან შედარებით, ერთი საფეხურთი დაქვეითდა და მე-18 ადგილზეა საფრანგეთი,
რომელმაც მარტშივე ჩვენთან გამარჯვებას ესპანეთთან მარცხი მიაყოლა.

7 საფეხურით დაქვეითდა და 69-ე ადგილს იკავებს ბელორუსი, ხოლო ფინეთი 5-ით აღზევდა და სიაში 82-ეა.

ფიფა/კოკა-კოლას აპრილის სანაკრებო რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

ა ქვეყანა ქულა
1. ესპანეთი 1538
2. გერმანია 1428 
3. არგენტინა 1292 
4. ხორვატია 1191 
5. პორტუგალია 1163 
6. კოლუმბია 1154 
7. ინგლისი 1135 
8. იტალია 1117 
9. ჰოლანდია 1093 
10. ეკვადორი 1056
მკითხველის კომენტარები / 5 /
როცა ბრაზილია ათეულშიც არ არის, ჩვენი 91-ე ადგილი საამაყო და სამაღარიჩოა!
0
მარტო რეიტინგის მხრივ ჯობნის ჩვენს ნაკრებს ყველა მეტოქე?
Giorgipirweli
18:16 11-04-2013
0

სიახლეები პოპულარული