გულდასაწყვეტია, რომ მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ტურნირის ჯგუფში, რეიტინგში ადგილის მიხედვით, თემურ ქეცბაიას გუნდს ყველა მეტოქე ჯობნის. ეგ კი არა, ჩვენზე წინ არიან: უგანდა და ანგოლა, ესტონეთი და სომხეთი, დომინიკის რესპუბლიკა და გვატემალა...
სიას სათავეში კვლავაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანეთი უდგას (1538 ქულა), მე-18 საფეხურზე დარჩა საფრანგეთი (914), 69-ეზე - ბელორუსი. ადგილი მხოლოდ ფინეთმა შეიცვალა,
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა შეხვედრა ბოლოს 22 მარტს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, სტუმრად საფრანგეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
ფიფა/კოკა-კოლას მაისის თვის სანაკრებო რეიტინგის ზეათეული, წინა თვესთან შედარებით, უცვლელია და ასე გამოიყურება:
ა გუნდი ქ
1. ესპანეთი 1538
2. გერმანია 1428
3. არგენტინა 1296
4. ხორვატია 1191
5. პორტუგალია 1163
6. კოლუმბია 1154
7. ინგლისი 1135
8. იტალია 1117
9. ჰოლანდია 1093
10. ეკვადორი 1058
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრების დიდი რეგრესი ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში
თემურ ქეცბაია: ნაკრებიდან მაშინვე წავალ, როცა შანსი გაქრება!
საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]