ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ირლანდია-საქართველო 4:0 - თემურის და მისი რაზმის დუბლინური რბევა

AutoSharing Option
დუბლინში საქართველოს ნაკრებმა, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, სასტიკი მარცხი განიცადა ამხანაგურ მატჩში ირლანდიის ეროვნულ გუნდთან.

და ეს იმის მიუხედავად, რომ ჯოვანი ტრაპატონიმ ინგლისთან ნათამაშები ფეხბურთელები დაასვენა და სასტარტოში მხოლოდ ორი ასეთი გაამწესა: მაკარტი და ლონგი.

21-ე წუთიდან საქართველოს ნაკრები 10 კაცით თამაშობდა, რადგან ბოლო იმედის ჯარიმისთვის რუმინელმა არბიტრმა გიორგი ლორია გააძევა. ანგარიში 42-ე წუთზე კიოუს გოლით გაიხსნა.

მეორე ტაიმში კი ჯერ კოქსმა გაზარდა ორამდე ანგარიში, შემდეგ კი დუბლი შეასრულა შეცვლაზე შესულმა რობი კინმა, რომელიც 125-ედ თამაშობდა ეროვნულ გუნდში - 4:0.
ასევე დაგაინტერესებთ