უზომოდ ბედნიერი ვარ! - გიორგი ილურიძე ჯერ ნაკრებში, მერე... "ჰაიდუკში"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 2014 წლის მუნდიალის უახლოეს ორ საკვალიფიკაციო შეხვედრას თბილისში ჩაატარებს - 6 სექტემბერს "დინამო არენაზე" საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 10 სექტემბერს კი "მიხეილ მესხზე" ფინეთს უმასპინძლებს.

26 აგვისტოს თემურ ქეცბაიამ სანაკრებო სია გამოაქვეყნა. სიაში ორი ახალწვეულია - გორის "დილას" შემტევი, 21 წლის გიორგი ილურიძე და ბაქოს "ინტერის" თავდამსხმელი - 25 წლის ბაჩანა ცხადაძე.

ორივე არჩევანი სავსებით ლოგიკურია. ილურიძე "დილას" წლევანდელი წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, ცხადაძე კი მამის, "ინტერის" მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ჩრდილიდან გამოვიდა და აზერბაიჯანელებს დაუმტკიცა, რომ გუნდში არა
ცნობილი ფეხბურთელის შვილობის, არამედ ბომბარდირული მონაცემების გამო ჩაირიცხა.

* * *
26 აგვისტო გიორგი ილურიძისთვის ორმაგად სასიხარულო გამოდგა. გარდა იმისა, რომ გორის "დილას" ნიჭიერი შემტევი თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, არის მეორე მიზეზიც - შესაძლო ტრანსფერი ევროპაში.

დანამდვილებით ვიცით, რომ ილურიძის გადაბირება ეკატერინბურგის "ურალს" სურდა. რუსეთის პრემიერლიგაში აღზევებული კლუბის ხელმძღვანელებმა 21 წლის ახალგაზრდას მიმზიდველი კონტრაქტიც შესთავაზეს. ფაქტია, ბოლო წლებში ქართველ ფეხბურთელებს, სინჯების გარეშე, რუსეთის პრემიერლიგის გუნდები პირდაპირ ხელშეკრულებას თითქმის არ უფორმებდნენ...

მაგრამ ილურიძემ, მოულოდნელად, რუსებს უარი უთხრა: შევიტყვეთ, რომ იქაურ პრემიერლიგაში თამაშს ევროპაში ამჯობინა კარიერის გაგრძელება, თანაც - გაცილებით მცირე ანაზღაურებაზე...

მოკლედ, "დილას" ერთ-ერთი ლიდერი ევროპალიგაზე გორელთა ამასწინანდელ მეტოქე სპლიტის "ჰაიდუკთან" 2,5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. მეტიც - ისიც გავიგეთ, თითქოს ხორვატებმა კონტრაქტის პირობები ილურიძეს ელექტრონული ფოსტით გამოუგზავნეს, რაზეც ფეხბურთელმა თანხმობა უკვე განაცხადა - ხელი მოაწერა და ელფოსტითვე დაუბრუნა.

ილურიძემ ამაზე კომენტარი არ ისურვა და ეს გასაგებიცაა - "რაპიდთან" საპასუხო მატჩის წინ აჟიოტაჟს ერიდება. ნაკრებში მიწვევასთან დაკავშირებით კი ეს გვითხრა:

"არც ვიცი, რა ვთქვა. ორი წუთის წინ დამირეკეს და მითხრეს, სიაში ხარო და ვერ ვიჯერებდი. უზომოდ ბედნიერი ვარ!.. იქ ხომ გამორჩეული ქართველი ფეხბურთელების გვერდით ვივარჯიშებ!..

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნაკრებში თავი გამოვიჩინო და თუ თამაშის შანსი მომეცა, თავს არ დავზოგავ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ საფრანგეთთან და ფინეთთან მატჩებისთვის ორ დებიუტანტს უხმო
გიორგი ილურიძე: ეტო'ოსა და კარლოსისგან ბევრი რამ ვისწავლე
მკითხველის კომენტარები / 11 /
ელექტრული ფოსტით კონტრაქტი მაგარია? ანეკდოტია რუ საქართველოს ახალგაზრდობა ჟურში ზის?
aba
29 აგვისტო 2013 01:07
0
ჩემი აზრით, ქართველი ფეხბურთელი უცხოეთში არ უნდა წავიდეს თუ რომელიმე გრანდი ან მართლა სერიოზული გუნდი არ შესთავაზებს კონტრაქტს, ამ პაჭა-პუჭა ევროპულ გუნდებს ყურადღებაც კი არ უნდა მიაქციო.. არ ღირს რა, არც პირადად და არც ჩვენი ფეხბურთისთვის
giorgi
28 აგვისტო 2013 22:19
0
ვარლამი , ვენის რაპიდთან საპასუხო შეხვედრაში იქნება ჩემო ძმაო... ხოლო ალბათ შემდეგ წავა ხუიდუკში...

პ.ს ადმინს თუ რაიმე წესებისდარღვევა არის ჩემს კომენტარში უბრალოდ წაშალეთ ის ნაწილი და დანარჩენი გამოაქვეყნეთ...:))
Dinamo Fan
28 აგვისტო 2013 13:51
0
გთხოვთ გაგვარკვიოთ გაყიდეს უკვე "რაპიდ"-თან განმეორებითი თამაში, თუ რაშია საქმე, ილურიძის შანსი ეძლევა ევროპის ლიგაში თამაშის, სადაც კლასს უდავოდ აიღმაღლებს, წინ მეტიპერსპექტივა ელის და ამას არჩევს იმ გუნდში გადასვლას, რომელიც თავისმა კლუბმა ორჯერ დაამარცხა?
ვარლამი
28 აგვისტო 2013 08:11
0
ისე რუსეთში თამაშს ევროპის ნებისმიერი გუნდი ჯობია მაგრა ხომ უნდა დაფიქრდნენ გადასვლა ხო მაგრამ უფრო ძლიერში მაინც გადადი შე დალოცვილო, ნიჭი არ გაკლია და მონდომება დარჩი დილაში ქართველებიც შეგიყვარებენ და ამასობაში სრულად გამოავლენ შენს ნიჭს და კარგ გუნდშიც გადახვალ....წარმატებები
დავით
27 აგვისტო 2013 18:03
0
ეს იმის ბრალია რომ ქართულ კლუბებს არ აქვთ სტაბილური ფინანსური მდგომარეობა თუნდაც დილაში ნახევარწლიანი კონტრაქტები რო აქვთ ფეხბურთელებს იქ რა გუნდის პერსპექტივაზე და ხვალინდ დგეზეა ლაპარაკი, ამიტოა რომ ჩვენი ფეხბურთელები უფრო სუსტ მაგრამ სტაბილურ გუნდებსში მიდიან და იმის შიში არ აქვთ რომ მომავალ წელს გუნდი დაიშლება.
milanista
27 აგვისტო 2013 18:00
0
დიდად ასაღფრთოვანებელი არ არის ჯერ ვაწაძის ორჰუსში და მერე ილურიძის ჰაიდუკში გადასვლა, მაგრამ რუსეთში და უკრაინაში წასვლას ნამდვილად ჯიბია, სულ რომ ზენიტი, სპარტაკი და შახტიორი იყოს მაინც, იმიტომ რომ ქართველი ფეხბურთელისთვის ამ ქვეყნებში წასვლა თავის დაღუპვა და კარიერაზე უარის თქმა...
Walkabout
27 აგვისტო 2013 17:52
0
DINAMO FAN გეთანხმები აბსოლიტურად
giorgi
27 აგვისტო 2013 15:25
0
ასე ჩვენი ჩემპიონატის დონე არ გაიზრდება... თუნდაც ვაწაძის მაგალითი ავიღოთ გუნდი რომელსაც დილამ გადაუარა (დანიურ ორჰუსზე მაქვს საუბარი) წავიდა იქ... ახლა ჰაიდუკში მიდის ილურიძე რომელსაც ასევე ორივე მატჩი მოუგო დილამ ასეთი ფეხბურთელები დარჩნენ ჩვენს ჩემპიონატში და ბოლო ბოლო გვეშველება რამე... ზესტაფონი ხელახლა შენდება და დარწმუნებული ვარ დაიბრუნებს ძველ დიდებას... დინამოში ბევრი ფული იდება და რაც არ უნდა ვთქვათ ბოლო ბოლო გამოიღებს შედეგს... გორის დილაზე ლაპარაკი ზედმეტია მაგრად უბერავენ... აგერ ჩიხურაც კარგ გუნდად ჩამოყალიბდა... რუსთავის მეტალურგიც კარგი გუნდია... ყველანი თუ აქედან წავიდნენ მაშინ მართლა ამ ვუოებით და სიქიმბალებით მოგვიწევს თამაში... ასე არაფერი არ გამოვა...

პ.ს ავტორს... თუ რაიმე წესების დარღვევა არის ჩემს კომენტარში უბრალოდ წაშალეთ ან ჩაასწორეთ და ბოლო ბოლო კომენტარი მაინც გამომიქვეყნეთ... :))
Dinamo Fan
27 აგვისტო 2013 14:59
0
წარმატებები!!!!
guja_kakhadze
27 აგვისტო 2013 14:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული