პოლ პოგბა და ბლეზ მატუიდი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებენ

AutoSharing Option
დიდიე დეშამმა იმ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა, რომელთაც 6 სექტემბერს თბილისში, მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩზე ვიხილავთ.

"ლურჯები" თბილისის შემდეგ 10 სექტემბერს მინსკში, ბელორუსის ნაკრებს ეთამაშებიან.

სხვათა შორის, პოლ პოგბა (იუვენტუსი) და ბლეზ მატუიდი (პსჟ) დისკვალიფიცირებულნი არიან და თბილისში ვერ ითამაშებენ, მაგრამ მწვრთნელმა ისინი მაინც გამოიძახა.

მეკარეები: მიქაელ ლანდრო (ბასტია), უგო ლორისი (ტოტენჰემი), სტივ მანდანდა (მარსელი).
მცველები: ერიკ აბიდალი (მონაკო), გაელ კლიში (მანჩესტერ სიტი), მატიო დებუში (ნიუკასლი), პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი), ლორან კოშელნი (არსენალი), ელიაკიმ მანგალა (პორტუ), ადილ რამი (ვალენსია), ბაკარი სანია (არსენალი).
ნახევარმცველი:
ეტიენ კაპუ (ტოტენჰემი), კლემან გრენიე (ლიონი), ჟოზუა გილავოგი (სენტ ეტიენი), ჟოფრეი კონდობია (სევილია/მონაკო), ბლეზ მატუიდი (პარი სენ-ჟერმენი), პოლ პოგბა (იუვენტუსი), მუსა სისოკო (ნიუკასლი).
თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა (რეალი), ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი), ოლივიე ჟირუ (არსენალი), სამირ ნასრი (მანჩესტერ სიტი), დიმიტრი პაიე (მარსელი), ფრანკ რიბერი (ბაიერნი), მატიო ვალბუენა (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული