ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

დიდიე დეშამი: იოლი მატჩი არ გველის, მაგრამ სამი ქულის აღებას ვგეგმავთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომლისაგანაც ყველაფერია მოსალოდნელი, - ამის შესახებ 5 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა.

მისივე თქმით, 6 სექტემბრის შეხვედრა საფრანგეთის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომლისაგანაც ყველაფერია მოსალოდნელი. ვფიქრობ, საქართველო ხვალინდელ თამაშში არ იქნება ისეთი გუნდი, როგორიც იყო ყაზახეთთან თამაშის დროს ამხანაგურ შეხვედრაში.

მე მგონია, რომ საქართველო უფრო კარგად ითამაშებს ხვალ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც 3 ქულის აღებას ვგეგმავთ",
- განაცხადა დიდიე დეშამმა.

გარდა ამისა, ფრანგმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებში თორნიკე ოქრიაშვილი,
დავით თარგამაძე და ჯანო ანანიძე გამოარჩია.

პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა საფრანგეთის ნაკრების მეკარე უგო ლორისიც, რომელმაც განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრებს ხვალ იოლი თამაში არ ელის.

"არ გეგონოთ, რომ ხვალ იოლი მატჩი გვექნება, ვითამაშებთ შემტევ ფეხბურთს და თითოეული ფეხბურთელი ეცდება, რომ მაქსიმალური გააკეთოს საკუთარი გუნდის წარმატებისთვის", - განაცხადა ლორისმა.

წყარო: interpressnews.ge
ასევე დაგაინტერესებთ