ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველო-საფრანგეთი 0:0 - "ლურჯებს" თბილისში ორი ქულა დავატოვებინეთ

AutoSharing Option
6 სექტემბერს მუნდიალის შესარჩევ მატჩში თემურ ქეცბაიას ნაკრებმა საფრანგეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.

შედარებით უინტერესო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ყველაზე ახლოს გოლთან ქარიმ ბენზემა იყო, მაგრამ მისი დარტყმული გიორგი ლორიამ მოიგერია და შემდეგ მცველმა კუთხურზე გადააგდო.

მეტოქე ბურთს უკეთ ფლობდა, მაგრამ აშკარა საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა.

მეორე ტაიმშიც იმავე სცენარით განვითარდა მოვლენები, თუმცა შანსი საქართველოს ნაკრებსაც შეექმნა, 49-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილის ხელმეორე დარტყმის შემდეგ საფრანგეთი ძელმა იხსნა.

მატჩის ბოლოსკენ სტუმართა უპირატესობა აშკარა გახდა და მშველელად გიორგი ლორია მოგვევლინა, რომელმაც ჯერ ოლივიე
ჟირუს
თავური მოიგერია, შემდეგ ბაქარი სანიას თავური გასროლა.

ფრანგებმა მიზანს ვერც დამატებულ ხუთწუთეულში მიაღწიეს და ძვირფასი ორი ქულა დაკარგეს - 0:0.

ჩვენს ჯგუფში პარალელურად მიმდინარე მატჩში ფინეთის ნაკრები შინ ესპანეთთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა. ანგარიში 19-ე წუთზე ჟორდი ალბამ გახსნა, 86-ეზე კი სხვაობა ორბურთიანი ნეგრედომ გახადა.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 10 სექტემბერს "დინამო არენაზე" ფინეთის წინააღმდეგ გამართავს.