კახი კალაძე: მთავარი მწვრთნელის ხელფასის გადახედვა უნდა მოხდეს

AutoSharing Option
ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასი ქვეყანაში არსებული რეალური სიტუაციის შესაბამისი უნდა იყოს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ყოფილმა ფეხბურთელმა კახი კალაძემ 4 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი მწვრთნელის ხელფასის გადახედვა უნდა მოხდეს.

"მე ვიყავი წარსულში სპორტსმენი და ფეხბურთელი. ხელფასს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ მთავარი მწვრთნელის ხელფასი უნდა იყოს იმ შესაბამისობაში, რა რეალური სიტუაციაც არის ქვეყანაში.

სოციალურ პრობლემებს ვგულისხმობ და ალბათ, უნდა მოხდეს ხელფასის გადახედვაც.

კონკრეტულად არ ვიცი, რამდენი აქვს მთავარ მწვრთნელს, მაგრამ ვფიქრობ, მოხდება გადახედვა"
, - აღნიშნა
კალაძემ.

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიასა და მისი შტაბის ხელფასს სახელმწიფო აღარ გადაიხდის. ამის შესახებ გაზეთი "ლელო" წერს. არსებული ინფორმაციით, ეს თანხა 2,52 მილიონ ლარს შეადგენს. ამ თანხას აქამდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იხდიდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მწვრთნელს ხელფასს ფეხბურთის ფედერაცია გადაუხდის. წინასწარი ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის მოსახმარი თანხა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებს დაურიგდებათ.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:
სფფ-ის განმარტება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაზე
უცვლელად: ყიფიანის წერილი სიჭინავასადმი ქეცბაიას ხელფასზე
მორჩა, სახელმწიფო თემურ ქეცბაიას ხელფასს აღარ გადაუხდის!
მკითხველის კომენტარები / 11 /
რა საოცარი ერთსულოვნებაა სამინისტროებს შორის და ხელისუფლებაში ზოგადად :) როგორ გეტყობათ "უხილავი" და ძლიერი ხელის გავლენა! კაი ბიჭები ხართ და სხვანაირად თქვით აბა :) კალა, არ გრცხვენია? შენ და ქეცბა ერთ გუნდში არ იყავით?
Maxo
17:44 04-02-2014
0
ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს რომ ხელფასი მართლაც მაღალია ქვეყნის და არსებული შედეგის გათვალისწინებით.
მაგრამ, კახი, თუ ბატონო კახი არ ვიცი ეხლა მინისტეობის დროს როგორ მოგმართოთ. უკაცრავად მაგრამ თქვენი ამჟამუბდელი თანამდებობიდან გამომდინარე ამ საკითხზე კომენტირება, ვფიქრობ კონენტირება კი არა მითითებაა რბილად რო. ვთქვათ ცოტა უხერხულია.

უპრიანი იქნებოდა იმ სფეროს მიხედოთ სადაც იმყპფრბით, და ვისი ხელშეკრულებებიც გადასახედია (პროვაიდერებს ვგულისხმობ) იმათ მიხედეთ. ბიზნესის სტარტაპზე ელ.ენერგიის დადგმის ღირებულება მაინც გახადეთ რეალური (ამ ფონზე კონკურენტუნარიაბობას მოითხოვთ წარმოებებისგან). ან თუ მიგაჩნიათ რომ ობოექტური გადასახადია მოცემული თანხა დაახარჯონ სადენების და სხვა ინფრასტრუქტურის განახლებას. კვირაში 5 ჯერ რომ წყდება მომარაგება დაზიანების და მრავალი სხვა სუბიექტური მიზეზებისდა გამო ამაზე დაინტერესდით. როდესაც 1 გადაუხდელი დღეც და ელ.ენერგიის მიწოდებას თიშავენ.

მაპატიოს საიტის მკითხვალმა თემის გადახვევისთვის. ამაზრზენია უკვე ამათი უმოქმედობა, საქმე გააკეთეთ საქმე რეალური და არა მოჩვენებითი ფხაკური!!! ისე არ მოხდეს ვიპიქროთ ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული