საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ევრო 2016-ის შესარჩევ ეტაპზე ცნობილია

AutoSharing Option
23 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები გერმანია, გიბრალტარი, შოტლანდია, პოლონეთი და ირლანდია იქნებიან.

კენჭისყრამ ნაკრებები შემდეგნაირად გადაანაწილა:

A ჯგუფი: ჰოლანდია, ყაზახეთი, ისლანდია, ლატვია, თურქეთი, ჩეხეთი
B ჯგუფი: ბოსნია, ანდორა, კვიპროსი, უელსი, ისრაელი, ბელგია
C ჯგუფი: ესპანეთი, ლუქსემბურგი, მაკედონია, ბელარუსი, სლოვაკეთი, უკრაინა
D ჯგუფი: გერმანია, გიბრალტარი, საქართველო, შოტლანდია, პოლონეთი, ირლანდია
E ჯგუფი: ინგლისი, სან მარინო, ლიტვა, ესტონეთი, სლოვენია, შვეიცარია
F ჯგუფი: საბერძნეთი, ფარერის კუნძულები, ჩრდილოეთ ირლანდია,
ფინეთი, რუმინეთი, უნგრეთი
G ჯგუფი: რუსეთი, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონტენეგრო, ავსტრია, შვედეთი
H ჯგუფი: იტალია, მალტა, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ნორვეგია, ხორვატია
I ჯგუფი: პორტუგალია, ალბანეთი, სომხეთი, სერბეთი, დანია

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან ჯგუფებში გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები, ასევე - საუკეთესო შედეგის მქონე ერთი მესამეადგილოსანი, ანუ სულ 19 გუნდი.

დანარჩენი რვა მესამეადგილოსანი კი ერთმანეთში დაწყვილდება და ამათგან ოთხი იღბლიანი ფინალისტებს შეუერთდება და დავუმატოთ მასპინძელი საფრანგეთი, რაც ჯამში 24 ნაკრებია.

* * *

შესარჩევი ეტაპი პირველად ჩატარდება "ფეხბურთის კვირეულის" კონცეფციით. შესაბამისად, შესარჩევი ციკლის მატჩები ხუთშაბათიდან სამშაბათის ჩათვლით გაიმართება და უქმე დღეებში ჩვენი დროით 19 და 21:45 საათზე დაიწყება ხოლმე, ხოლო სამუშაო დღეებში 21:45 საათზე.

პლეი-ოფის მატჩებისთვის ვადა ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით გამოიყო, ხოლო საპასუხო შეხვედრები პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით შედგება. ყოველ სათამაშო დღეს "ბებერ კონტინენტზე" 8-10 შესარჩევი მატჩი გაიმართება.

I ტური: 2014 წლის 7,8,9 სექტემბერი.
II ტური: 9,10, 11 ოქტომბერი.
III ტური: 12, 13, 14 ოქტომბერი.
IV ტური: 14,15, 16 ნოემბერი.
V ტური: 2015 წლის 27, 28, 29 მარტი.
VI ტური: 12,13,14 ივნისი.
VII ტური: 3,4,5 სექტემბერი.
VIII ტური: 6,7,8 სექტემბერი.
IX ტური: 8,9,10 ოქტომბერი.
X ტური: 11,12,13 ოქტომბერი.

პლეი-ოფის პირველი მატჩები: 2015 წლის 12,13,14 ნოემბერი; საპასუხო მატჩები: 15,16,17 ნოემბერი.
მკითხველის კომენტარები / 38 /
გერმანის ბილეთეს ეხლავე ვიყიდიდი. სხვა ნებისმიერ გრანდან იოტისოდენა შანსი გვაქვს ხოლმე მარა გერმანიასთან 0 ჩვენი შანსი.
nodarichi123
24 თებერვალი 2014 14:08
0
გიხაროდენ თემური, ჯგუფი შეგვხვდა ქებული, პრველ ორ მატჩს წააგებ და კვპროსში დაახვევ. შენ და ფედერაცია გამწარდებით ძალიან.
ნასრი
24 თებერვალი 2014 10:48
0
ფეხბურთს უმადურობა,არაპროფესიონალიზმი და კადრების ნაკლებობა ღუპავს.ეს ერთადერთი სპორტია სახეობაა სადაც ფეხბურთელები ყოველთვის მართლები არინ
puma
24 თებერვალი 2014 10:27
0
დ - შენ დაანებე თავი ფეხბურთზე ლაპარაკს, მაზოხისტიც ხარ ხარაკირიც და ქართული ფეხბურთის მტერი რაც მთავარია! ლიხტენშტეინი და აზერბაიჯანი არ ანებებენ თავს და დავით ყიფიანის ქვეყანამ რატო უნდა დაანებოს? ქართული ფეხბურთი აუცილებლად გაიმარჯვებს და სხვანაირად არ იქნება!

რა სინდისით ამბობ მაგ სიტყვებს როცა ხედავ 19 წლამდელები მაისურაძის ბიჭები როგორი თაობა მოდიან? ვერ ამოაძუებინეს კუდი ჰოლანდიას ?
გიორგი1
24 თებერვალი 2014 09:10
0
სანამ ქეცბაია იქნება მწვრთნელი არანაირ წილისყრას მნიშვნელობა არა აქვს...არ თამაშობენ მის ხელში ბიჭები, ყველა ყველაფერს არ ამბობს, მაგრამ ნუთუ ცხადი არაა, რომ აქამდე უნდა მოეშორებინათ ნაკრებიდან, მაგრამ ...მოგვაშორეთ ეს ჭირი და ნახავთ რა ფეხბურთელებიც გვყავს, რა გახდა ეს კაცი, კიბოა თუ სარკომა?!
murtalo
24 თებერვალი 2014 03:03
0
ვერ გავიგე რას ეძახით ძლიერ ჯგუფს, მუდმივად გავდივართ მეოთხე მეხუთე ადგილებზე, შესაბამისად ჯგუფში გვეყოლება სხვა ჯგუფებიდან 1,2,3,4 და 6 ადგილზე გასულები, ანუ თუ გერმანია არ შეგვხვდებოდა მაშინ იქნებოდა:ჰოლანდია,ესპანეთი,ინგლისი,რუსეთი,პორტუგალია,იტალია ან ბოსნია და რა ბოსნიას მოვუგებდით?
გიორგი
24 თებერვალი 2014 00:35
0
ალბათ კოლოსკოვი გინდოდა გეთქვა? რუსები კი პირველ კალათში იყვნენ, ჩვენ ალბათ მეხუთეში ისე რო გამართლება არაფერ შუაშია, მათ ეს დაიმსახურეს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილიდან გასვლით და პორტუგალიის უკან მოტოვებით. ასე რომ სანამ შედეგს არ ვაჩვენებთ ყოველთვის შეგვხვდებიან გრანდები.
მერაბი-ს
24 თებერვალი 2014 00:23
0
მოწიე რამე???
AKHAL-S
24 თებერვალი 2014 00:12
0
რუსეთს ბედი კი არა,კალათა აქვს უკეთესი, იმიტომ რო მსოფლიოს ჩემპიონატზეც კი პირველი ადგილიდან გადის და რონალდუს პორტუგალიას პლეი ოფში უშვებს.
giorgi
24 თებერვალი 2014 00:08
0
ნორმალური ჯგუფია, შეგვიძლია გასვლა
f
23 თებერვალი 2014 23:17
0

სიახლეები პოპულარული