ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ევრო 2016-ის შესარჩევ ეტაპზე ცნობილია

AutoSharing Option
23 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები გერმანია, გიბრალტარი, შოტლანდია, პოლონეთი და ირლანდია იქნებიან.

კენჭისყრამ ნაკრებები შემდეგნაირად გადაანაწილა:

A ჯგუფი: ჰოლანდია, ყაზახეთი, ისლანდია, ლატვია, თურქეთი, ჩეხეთი
B ჯგუფი: ბოსნია, ანდორა, კვიპროსი, უელსი, ისრაელი, ბელგია
C ჯგუფი: ესპანეთი, ლუქსემბურგი, მაკედონია, ბელარუსი, სლოვაკეთი, უკრაინა
D ჯგუფი: გერმანია, გიბრალტარი, საქართველო, შოტლანდია, პოლონეთი, ირლანდია
E ჯგუფი: ინგლისი, სან მარინო, ლიტვა, ესტონეთი, სლოვენია, შვეიცარია
F ჯგუფი: საბერძნეთი, ფარერის კუნძულები, ჩრდილოეთ ირლანდია,
ფინეთი, რუმინეთი, უნგრეთი
G ჯგუფი: რუსეთი, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონტენეგრო, ავსტრია, შვედეთი
H ჯგუფი: იტალია, მალტა, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ნორვეგია, ხორვატია
I ჯგუფი: პორტუგალია, ალბანეთი, სომხეთი, სერბეთი, დანია

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან ჯგუფებში გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები, ასევე - საუკეთესო შედეგის მქონე ერთი მესამეადგილოსანი, ანუ სულ 19 გუნდი.

დანარჩენი რვა მესამეადგილოსანი კი ერთმანეთში დაწყვილდება და ამათგან ოთხი იღბლიანი ფინალისტებს შეუერთდება და დავუმატოთ მასპინძელი საფრანგეთი, რაც ჯამში 24 ნაკრებია.

* * *

შესარჩევი ეტაპი პირველად ჩატარდება "ფეხბურთის კვირეულის" კონცეფციით. შესაბამისად, შესარჩევი ციკლის მატჩები ხუთშაბათიდან სამშაბათის ჩათვლით გაიმართება და უქმე დღეებში ჩვენი დროით 19 და 21:45 საათზე დაიწყება ხოლმე, ხოლო სამუშაო დღეებში 21:45 საათზე.

პლეი-ოფის მატჩებისთვის ვადა ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით გამოიყო, ხოლო საპასუხო შეხვედრები პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით შედგება. ყოველ სათამაშო დღეს "ბებერ კონტინენტზე" 8-10 შესარჩევი მატჩი გაიმართება.

I ტური: 2014 წლის 7,8,9 სექტემბერი.
II ტური: 9,10, 11 ოქტომბერი.
III ტური: 12, 13, 14 ოქტომბერი.
IV ტური: 14,15, 16 ნოემბერი.
V ტური: 2015 წლის 27, 28, 29 მარტი.
VI ტური: 12,13,14 ივნისი.
VII ტური: 3,4,5 სექტემბერი.
VIII ტური: 6,7,8 სექტემბერი.
IX ტური: 8,9,10 ოქტომბერი.
X ტური: 11,12,13 ოქტომბერი.

პლეი-ოფის პირველი მატჩები: 2015 წლის 12,13,14 ნოემბერი; საპასუხო მატჩები: 15,16,17 ნოემბერი.