- საქართველოში, ალბათ, ყველა პარასკევის მატჩზე საუბრობს...
- ჯერ ასე არ არის, სტატიებიც ცოტა დაიწერა, რადგან უქმეებზე მთავარი თემა რაგბის მატჩი იყო. მომდევნო დღეებიდან დაიწყება აქტიურობა.
- პოლონეთთან მატჩი, ალბათ, ძალიან ბევრს ნიშნავს საქართველოს ნაკრებისთვის...
- დიახ, ასეა, ბოლო დროს ბევრი დაიწერა და თემურ ქეცბაიაც გააკრიტიკეს, თუმცა, ჩემი აზრით, ის ძალიან კარგი მწვრთნელია. მაგრამ
- პოლონეთში ბევრი ფიქრობს, რომ ფანების აგრესიული საქციელის და ნაკრების შემართების გამო საქართველოში სტუმრობა, შესაძლოა, გერმანიაში სტუმრობაზე არანაკლებ ძნელი იყოს...
- მართალია. თბილისში ძალიან ბევრ, თეორიულად უკეთეს გუნდს შექმნია პრობლემები. ბოლო საკვალიფიკაციოზე აქ საფრანგეთის ნაკრებმა 0:0 ითამაშა. ქართველები ხასიათის ფეხბურთელები არიან, თემურ ქეცბაიას კი მათი შემართება შეუძლია. მაგრამ თუკი პოლონეთი იმავე დონეს აჩვენებს, რასაც წინა თამაშებში აჩვენებდა, გაიმარჯვებს. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია ორივე გუნდისთვის.
- ვისი უნდა ეშინოდეს ყველაზე მეტად პოლონურ გუნდს?
- ერთის გამორჩევა ძნელია. ერთი ფეხბურთელი გუნდური თამაშის ბედს ვერ გადაწყვეტს. სამწუხაროდ, გუნდში აშკარა ვარსკვლავი არაა. ვერ ვიტყვი, რომ ტაქტიკურადაც ჩამოვუარდებით მეტოქეს.
- ასე ცუდად არის საქმე ქართულ ფეხბურთში?
- დიახ, რთული დროებაა, ყველგან პრობლემაა... ინფრასტრუქტურა, ფინანსები. მხოლოდ 2-3 კლუბს აქვს სტაბილური სიტუაცია, დანარჩენებმა არ იციან, რა იქნება მომავალში. ქართული ლიგა სუსტია.
- ალბათ, ეს ყველაფერი ნაკრებშიც აისახება, რომელიც ვერ აღწევს წარმატებებს, მხოლოდ გიბრალტართან მოიგო...
- ეროვნული გუნდი ქართული ფეხბურთის სახეა. როცა ყველაფერი კარგად იქნება, ეს გუნდზეც აისახება. ახლა კრიზისია ქართულ ფეხბურთში. მომავალ წელს არის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები და იმედია გამოჩნდება ვინმე, ვინც ამ სიტუაციას შეცვლის.
- მატჩის პროგნოზს ცდით?
- ვფიქრობ, მინიმალურად, მაგრამ მაინც პოლონეთი მოიგებს. არ გამოვრიცხავ ფრესაც, რაც ჩვენთვის კარგი შედეგი იქნება.