გიორგი ჭანტურია: კარგ ფორმაში ვარ და შანსი თუ მომეცა, მაქსიმუმს გავაკეთებ

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრებთან მატჩისთვის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ახალგაზრდა თავდამსხმელი გიორგი ჭანტურიაც მიიწვია.

მიუხედავად ჩვენი ნაკრების წარუმატებელი სტარტისა, რუმინული "კლუჟის" 21 წლის ქართველი ევროშესარჩევის შეხვედრას იმედით ელის.

"ახალს არაფერს ვამბობ - პოლონეთს ძლიერი ნაკრები ჰყავს და მასთან მოგება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ პირადად მე მატჩს კარგი განწყობითა და დიდი იმედით ვხვდები.

მიხარია, რომ კლუბში საქმეები კარგად ამეწყო. "კლუჟში" მენდობიან, მათამაშებენ და ბოლო ოთხ თამაშში 3 გოლიც გავიტანე.

რაც მთავარია, ფორმაში ვარ და ეს ძალიან მახარებს. პოლონეთთან თამაშის საშუალება თუ
მომეცა, იმედია, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ", - ამბობს ჭანტურია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთი თქვენი წაქცეული პოლონეთი მანახა ხვალ.
geronti
16:09 13-11-2014
0
შანსი შენ უნდა შექმნა გიორგი!
beqa
15:27 13-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული