არადა, გოლის გატანის შანსი ორივე გუნდის ფეხბურთელებს ჰქონდათ.
შეხვედრა სტუმართა მცირე უპირატესობით დაიწყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არც საქართველოს ნაკრები ჩამდგარა "ყრუ" დაცვაში.
მე-17 წუთზე პოლონელებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ - ბურთი ზედიზედ ორჯერ მოხვდა გიორგი ლორიას კარის ძელს. ჯერ არკადიუშ მილიკი ურტყამდა, შემდეგ კი კამილ გროშიცკი.
ამ უკანასკნელს კარგი ეპიზოდი აქედან ათიოდ წუთშიც ჰქონდათ,
საქართველოს ნაკრებს გატანის შანსი 41-ე წუთზე, მოედნის სიღრმიდან შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ჰქონდა. პოლონელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობის შემდეგ, საბოლოო დარტყმა ვარდნაში სანდრო კობახიძემ შეასრულა, თუმცა ვოიცეხ შჩესნის კარს ახლო მანძილიდან ძლიერად დარტყმული ბურთი მცირე მანძილით ასცდა.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: გიორგი ლორია, უჩა ლობჟანიძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, გია გრიგალავა, აკაკი ხუბუტია, ჯაბა კანკავა (კ), ბუბა დაუშვილი, ჯანო ანანიძე, სანდრო კობახიძე, ლევან მჭედლიძე.