სანდრო კობახიძე: შეცდომები ქეცბაიამაც დაუშვა, მაგრამ ჩვენც ბევრი შევცოდეთ

AutoSharing Option
პოლონეთთან წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე დათრგუნული იყო. ქვეყნის პირველი გუნდის წარუმატებლობაში ის ფეხბურთელების წილ დანაშაულსაც ხედავს.

"ლელომ" კობახიძესთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:

- მიმაჩნია, რომ პოლონეთთან ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ. პირველი - საკმაოდ ნორმალურად ვითამაშეთ და მეორე ნახევარიც ამის მსგავსად რომ ჩაგვეტარებინა, შედეგის მიღწევა შეიძლებოდა.

- მეორე ტაიმში რა მოგივიდათ?
- ეტყობა, ძალები აღარ გვეყო. პოლონელებმა ჩვენზე გამართულად ითამაშეს და ჩვენზე მაღალი კლასის რომ არიან, ეს შედეგშიც აისახა. ძალიან დამწუხრებულები ვართ. მიმაჩნია, რომ ქეცბაიამ გუნდის წარმატებისთვის ბევრი რამ
გააკეთა. იმაში, რომ არაფერი გამოვიდა, ფეხბურთელებიც დამნაშავეები ვართ.

- ქეცბაია როგორ დაგემშვიდობათ?
- გასახდელში გამოგველაპარაკა და ყველას მადლობა გადაგვიხადა. პირადად მეც მინდა თემურს მადლობა გადავუხადო. ამ კაცის ყველანი მადლიერნი ვართ, რადგან ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო.

ფეხბურთში ყველაფერი ხდება. საწყენია, რომ ეს ეტაპი წარუმატებლად დავასრულეთ.

- ქეცბაიას ეპოქა დასრულდა. თქვენი აზრით, როგორი მწვრთნელი სჭირდება ეროვნულ ნაკრებს?
- ახლა ამაზე ლაპარაკი მიჭირს. ჯერ წაგების შემდეგ სტრესიდან ვერ გამოვსულვარ და ახალ მწვრთნელზე ვერ ვილაპარაკებ. სიმართლე გითხრათ, ამაზე ჯერ არც მიფიქრია... მაგრამ ვიმეორებ - ნაკრებში მხოლოდ მწვრთნელის პრობლემა არ არის.

ვინც ჩვენი უბედურების მიზეზს მხოლოდ ქეცბაიაში ხედავდა, ვერანაირად ვერ დავეთანხმები. კი, შეცდომები მანაც დაუშვა, მაგრამ ფეხბურთელებმაც ბევრი შევცოდეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-პოლონეთი 0:4 - ნახვამდის ევროპავ, ნახვამდის თემურ! [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
მე იმ უცხოელ მწვრთნელის...... ვინც ქართველების გაწვრთნად დათანხმდება. მაგრად შემაძულეთ სპორტის ეს სახეობა, რომელიც ყველაზე უფრო მიყვარდა. მძულხართ ყველა, ვინც ეს სიამოვნემა მომიკალით, ჩინოვნიკებიდან და წყებული, სპორტულ ჟურნალისტებით დამთავრებული. დაიკარგეთ აქედად......
giorgia
17:40 18-11-2014
0
სწორედაც, დიდი ფინანსური ინტერესის გამო მიესივნენ ქართველი ვითომცდა ჟურნალისტები ქეცბას როგორც ტურები დაჭრილ მგელს.
mgelika
17:28 18-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული