ბუბა დაუშვილი ქართველ გულშემატკივარს: მრცხვენია და ბოდიშს ვიხდი!

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრებთან წაგებული შეხვედრის გამო ეროვნული გუნდის საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის:

"პოლონეთი ძლიერი ნაკრებია, მაგრამ მეტი კონცენტრაცია და აგრესია რომ გვქონოდა, მოგება სულაც არ იყო წარმოუდგენელი. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ბიჭებმა არ მოინდომეს და თავი დაზოგეს, მაგრამ ეტყობა, მაინც რაღაც დავაკელით. "სტანდარტულებისას" დავკარგეთ კონცენტრაცია და ამიტომ წავაგეთ.

რამდენი მაყურებელი მოვიდა, ჩვენი კიდევ სჯეროდათ და მრცხვენია, ხალხს იმედი კიდევ ერთხელ რომ გავუცრუეთ.

მომხდარს ძალიან განვიცდით, მაგრამ ეს ხალხისთვის შვება არაა. მათ ამ გულისტკენისთვის ბოდიში მინდა მოვუხადო, მაგრამ მჯერა,
გულშემატკივარი ასეთ მძიმე დროს არ მიგვატოვებს. მათი მხარდაჭერა ახლა უფრო გვჭირდება".

დაუშვილს ახალი მწვრთნელის კანდიდატურაზეც ვკითხეთ:

"ფეხბურთელი ვარ და ამაზე ლაპარაკს მოვერიდები. საწყენი ისაა, ქეცბაია ნაკრებიდან ასეთი სამარცხვინო წაგებით რომ გავაცილეთ. არადა, მიმაჩნია, რომ მისი ხელმძღვანელობით, საუკეთესო პირველი ტაიმი ჩავატარეთ.

მოვა ახალი მწვრთნელი და იქნებ უკეთესად მან მაინც გვათამაშოს. დროა, ქვეყანას სახელი გავუთქვათ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. ისინი უკეთეს ფეხბურთს იმსახურებენ.

მჯერა, ეს შესაძლებელია, რადგან ძალიან კარგი თაობები და ბიჭები მოდიან. ხომ ხედავთ, შესარჩევ ეტაპზე არც ერთი ასაკობრივი ნაკრები არ ჩარჩენილა".

ეროვნული გუნდის ნახევარმცველი საკლუბო ამბებზეც გველაპარაკა:

"უკრაინა ომშია ჩართული და ცხადია, ქვეყანას და საფეხბურთო კლუბებსაც პრობლემები შეექმნა, მაგრამ "კარპატიში" ეს პრობლემები მხოლოდ ამის შედეგი არაა, ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ დაიწყო. რას ვიზამთ, ასეც ხდება".

ჩვენი ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაუშვილი, შესაძლოა, რუსეთის პრემიერლიგის კლუბ "უფაში" გადავიდეს:

"არ უარვყოფ, "უფა" დაინტერესებულია. თუმცა ჯერ ლვოვის "კარპატიში" ვთამაშობ და ამით კმაყოფილი ვარ. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას ველოდები.

წინასწარ არც მსურს ლაპარაკი, სად შეიძლება გადავიდე, რადგან რამდენჯერაც ასე გავაკეთე, იმდენჯერ არაფერი გამოვიდა. დაველოდები ზამთარს და ყველაფერი მეცოდინება, რა არის რეალური და რა - არარეალური".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-პოლონეთი 0:4 - ნახვამდის ევროპავ, ნახვამდის თემურ! [VIDEO+PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბუბა,არც შენ და არც ის ლეგიონერები ვინც იყო გამოძახებული პოლონეთთან თამაშის დროს, აწი არასოდეს არ უნდა გაეკაროთ საქართველო ნაკრებს,ეს თქვენთვის უნდა გახდეს ბოლო წერტილი.არცერთი თქვენთაგანის ადგილი არაა ნაკრებში და კაცობა ამაში მაინც იქონიეთ რომ უარი თქვათ.
აცალეთ ჩემპიონატის ბიჭებს,ისინი ადგილობრივი მწვრთნელის ხელით თქვენზე 20 ჯერ მეტს გააკეთებენ!
თქვემ კი სამუდამოდ მშვიდობით!
გუადუა
16:40 19-11-2014
0
საქართველოს რაგბისტთა ნაკრებმა 2007 წელს საფრანგეთში საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან დიდი ანგარიშით წაგებული მატჩის შემდეგ დაიფიცეს. რომ ეს აღარ განმეორდებოდა და ასრულებენ კიდეც. იმედია ეს პოლონეთთან 0:4 იქნება ის გარდამტეხი წერტილი რასაც ქართული საფეხბურთო გენის გაღვიძება ქვია.
Iმედის ევროპის შესარჩევი მარტამდე გვემშვიდობება და ამ ბოლო თამაშით ქართველები ბოლო სირცხვილს და დამცირებას ვიგრძნობთ
levani
20:13 18-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული