კახა გოგიჩაიშვილმა ნაკრების თავკაცის პოსტზე თავისი ფავორიტები დაასახელა

AutoSharing Option
ვინ უნდა იყოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი? ამის შესახებ კახი გოგიჩაიშვილს ვკითხეთ.

ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა და თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა სასურველი კანდიდატურები დაასახელა.

"ჩემი აზრით, სასურველი კანდიდატი ორია - კახა ცხადაძე და შოთა არველაძე. ისინი ნაკრებში თამაშობდნენ, იცნობენ დღევანდელ ფეხბურთელებს, წარმოდგენა აქვთ არსებულ ვითარებაზე და დარწმუნებული ვარ, იციან, რა და როგორ არის გამოსასწორებელი.

რაც მთავარია, მათ უცხოეთში მუშაობით ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინეს და ვფიქრობ, ნაკრებში ვითარების გამოსწორებას ორივე შეძლებს", - ამბობს გოგიჩაიშვილი.

"დინამოს" თავკაცმა ღიად ილაპარაკა არსებულ პრობლემებზეც:

"სამწუხაროა, რომ თემურ ქეცბაიამ ნაკრებში მოღვაწეობა ასე დაასრულა. ეს მხოლოდ მისი ბრალი არ არის. რა უნდა ექნა თემურს, თუ ჩვენი კლუბები ნაკრებს სათანადოდ მომზადებულ მოთამაშეებს ვერ აწვდიან?

ისედაც, ნაკრების მოთამაშე მოუმზადებელი და უგუნდო რომ არის, ესეც სერიოზული პრობლემაა.

დროა, მიდგომები შევცვალოთ. ნაკრების წარუმატებლობა მთელი ჩვენი ფეხბურთის ჩავარდნაა. ამიტომ უპირველესი საზრუნავი ბავშვთა ფეხბურთისა და ეროვნული ჩემპიონატის მიხედვა მგონია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
კაი ხანს ვიქნებით ასე დამათხოვრებულები.
Shota
10:20 20-11-2014
0
კახა, შენს აზრს, შენ თვითონ რომ ეწინაამღდეგები, თუ ხვდები ამას?
kako
09:45 20-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული