სწორედ ჯამარაულს ვესაუბრეთ ჩვენი ეროვნული გუნდის დღევანდელობაზე...
- ამ ბოლო დროს მეც ძალიან ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ როგორი მთავარი მწვრთნელი სჭირდება საქართველოს ნაკრებს, - გვითხრა ჯამარაულმა საუბრის დასაწყისში, - ფაქტია, უმძიმეს მდგომარეობაში ვართ და ამის დალაგება არ იქნება იოლი, თუმცა ვიღაცამ ეს უნდა შეძლოს.
პირადად მე, მინდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც
- როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე ქვეყნის პირველი გუნდი ქართველმა უნდა გაწვრთნას თუ უცხოელმა?
- მე არ ვიცი, ზუსტად რა მდგომარეობაა ბიუჯეტის მხრივ. ჩემი აზრი ასეთია - ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებისთვის უმჯობესი იქნება ქართველი სპეციალისტი. მგონი, ჩვენ არ გვაქვს ახლა იმის ფუფუნება, რომ დიდი ფული გადავუხადოთ უცხოელს. არიან ქართველი მწვრთნელები, რომლებიც ამ შანსს იმსახურებენ. ახლა ჩამოთვლა და დაკონკრეტება არ მინდა.
ერთია - თუ ქართველს შანსი არ მივეცით, ვერასოდეს გავიგებთ, რეალურად რა შეუძლია აქაურ სპეციალისტს. მჯერა, რომ იმ კანდიდატურებში, რომლებიც განიხილება, არიან მწვრთნელები, საქართველოს ნაკრებისთვის წარმატების მოტანა რომ შეუძლიათ.
- რთულია, გამოარჩიო კონკრეტული ნიუანსი, მაგრამ მაინც - რა უნდა შეიცვალოს პირველ რიგში საქართველოს ნაკრების თამაშში?
- მე მაინც ჩემი პოზიციიდან შევხედავ. შუაში სამი ნახევარმცველით რომ ვთამაშობთ, სამივემ ბურთი უნდა "იცოდეს". სწორედ მათ მიჰყავთ თამაში. აქ საუბარი აღარ არის დაცვაში თამაშზე. ეს თავისთავად იგულისხმება. დღეს ყველამ "იცის" ბურთი, მეკარემაც - კი. არადა, ადრე თითქმის არავინ თვლიდა მეკარეს ფეხბურთელად. 10 კაცი წინ და 10 უკან - ესაა დღეს ფეხბურთი.
ამას წინათ, ერთ-ერთ ანალიტიკურ გადაცემას ვუყურე. ინგლისური გადაცემა იყო. ალექსის სანჩესი გააკრიტიკეს, დაცვაში თამაში არ იცისო. თავად გამოიტანეთ დასკვნა, საით მიდის ფეხბურთი - კაცი დაფრინავს შეტევაში და დაცვაში თამაშს სთხოვენ. არ არის საკმარისი მხოლოდ ჩამშლელი ფეხბურთელები. ახალმა მწვრთნელმა აუცილებლად უნდა იპოვოს შემქმნელი მოთამაშეები. ეს არის ის, რის თქმის უფლებასაც მივცემ თავს, ჩემი სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე.
- დაკონკრეტებას ერიდებით, მაგრამ რას ფიქრობთ თუნდაც კახა ცხადაძეზე, ვინც მზადაა, უახლოეს ორ ევროშესარჩევ შეხვედრაში უხელფასოდ გაუძღვეს ნაკრებს?
- რატომაც არა?! კახას ტიტულები არ აკლია. მას შანსი არასდროს ჰქონია ნაკრებში...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გეგულებათ 10 ქართველი ფეხბურთელი, რომელიც 2 ტაიმს ასეთ ტემპს გაუძლებს?