"მინდა დასრულდეს დამოკიდებულება, რომ ნაკრები უპერსპექტივოა"

AutoSharing Option
25 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა, რომელიც ამ თანამდებობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარადგინა.

ცხადაძემ, რომელიც პარალელურად ბაქოს "ინტერის" მთავარ მწვრთნელად გააგრძელებს მუშაობას, საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდე გააფორმა.

როგორც ცხადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მწვრთნელისთვის ყველაზე დიდი თანამდებობა ეროვნულ ნაკრებში მუშაობაა.

"პირველ რიგში, საქართველოს ნაკრებს ვუხელმძღვანელებ იმის გამო, რომ ნებისმიერი მწვრთნელისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ეროვნულ გუნდში მუშაობაა.

ვეცდები, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად წარმატებას მივაღწიო, მოვუტანო შედეგი და გავახარო ქართველი გულშემატკივარი.

მინდა დასრულდეს დამოკიდებულება, რომ ნაკრები უპერსპექტივოა და წარმატებას ვერ მიაღწევს", - განაცხადა ცხადაძემ.

მისივე თქმით, ის გუნდში გამოიძახებს ყველა იმ ფეხბურთელს, მიუხედავად ასაკისა და გამოცდილებისა, რომელიც მზად არის ნაკრებში სათამაშოდ.

ცხადაძემ სრული მზადყოფნა გამოთქვა ჟურნალისტებთან მუშაობის მიმართულებითაც.

ასევე იხილეთ:
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა
მკითხველის კომენტარები / 8 /
დაწყება მომწონს "მინდა დასრულდეს დამოკიდებულება, რომ ნაკრები უპერსპექტივოა" ქომეგები შენს გვერდით ვართ დანარჩენი შენ იცი, აბა წარმატებები
samtredieli
18:54 26-12-2014
0
წარმატებები კახა ცხადაძეს,იმედია ყველა გვერდში დაუდგება და ქართველ ქომაგსაც გვეღირსება იმ სიხარულის განცდა, როდესაც ჩვენი ჰიმნი გაიჟღერებს ევროპაში,ან სულაც მსოფლიოზე......
ქომაგი
09:11 26-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული