იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების ახალ მწვრთნელად ბაქოს "ინტერის" დამრიგებელი კახა ცხადაძე დანიშნა. საბა კვირკველია ცხადაძის დანიშვნას ლოგიკურად მიიჩნევს:
"თემურ ქეცბაიას გადადგომის შემდეგ ვფიქრობდი, თუ ვინ შეიძლებოდა, ნაკრებში დაენიშნათ. მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოსტზე საუკეთესო ვარიანტი ქართველი სპეციალისტის მიწვევა იქნებოდა.
საბედნიეროდ, ასეც მოხდა. ჩემი აზრით, ცხადაძე საუკეთესო კანდიდატი იყო, რადგან საქართველოს ნაკრებს
ცნობილია, რომ რუსეთში ეკონომიკური კრიზისია და იქაური რუბლის კურსი სერიოზულად დაეცა. ამის გამო რუსულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდნენ, რადგან ბევრ მათგანს კონტრაქტში ანაზღაურებაზე შეთანხმება სწორედ რუბლში აქვს გაფორმებული.
მაგალითად, ვიცით შემთხვევა, როცა ფეხბურთელი ანაზღაურებად 20 ათასი დოლარის ეკვივალენტ რუბლს იღებდა, ახლა კი იმავე რაოდენობის რუბლით 10 ათასი დოლარიც აღარ გამოსდის.
კვირკველია იმ იშვიათ გამონაკლისებშია, ვისაც ეს პრობლემა არ შეხებია:
"რუსეთის კრიზისით მხოლოდ ფეხბურთელთა ნაწილმა იზარალა, მაგრამ ეს პრობლემა მე არ შემხებია, რადგან კონტრაქტში ანაზღაურება დოლარით იყო გათვალისწინებული. ასე რომ, ამ კუთხით, მშვიდად ვარ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"