საქართველო 9 ადგილით დაწინაურდა

AutoSharing Option

ფიფა ყოველთვიურად აქვეყნებს რეიტინგს, მაგრამ ამ პერიოდულობაში ზაფხულობით ყოველთვის არის პაუზა. ამჯერადაც ასე იყო, 26 მაისის შემდეგ, ფიფამ გუშინ გამოაქვეყნა ახალი რეიტინგი. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა, ბოლოს 25 მაისს, კამერუნთან ავსტრიაში გამართა ამხანაგური შეხვედრა. შესაბამისად, მომდევნო დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგში, კამერუნელებთან უგოლო თამაში გათვალისწინებული არ იყო. ახალ რეიტინგში კი ეს შედეგიც შეტანილია და პროგრესიც სახეზეა, საქართველომ 9 ადგილით ზემოთ აინაცვლა. მართალია ისევ ასეულს მიღმა ვართ, მაგრამ 120-ე ადგილის ნაცვლად, ამჯერად უკვე 111-ე საფეხურზე ვართ. საგულისხმოა ისიც, რომ კამერუნმა ერთბაშად 21 საფეხურით

დათმო პოზიცია.

სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა და ახალ რეიტინგში მუნდიალის შედეგებიც აისახა. მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ესპანეთი რეიტინგს სათავეში ჩაუდგა, ფინალისტი ჰოლანდია კი მეორე ადგილზეა.
მეტი თვალსაჩინოებისათვის ფიფას რეიტინგის მოწინავე ათეულსა და ჩვენი ჯგუფის მეტოქეების პოზიციებს გადავავლოთ თვალი, მერე კი სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

1. (+1) ესპანეთი 1883
2. (+2) ჰოლანდია 1659
3. (-2) ბრაზილია 1536
4. (+2) გერმანია 1464
5. (+2) არგენტინა 1289
6. (+10) ურუგვაი 1152
7. (+1) ინგლისი 1125
8. (-5) პორტუგალია 1062
9. (+3) ეგვიპტე 1053
10. (+8) ჩილე 988
12. (+1) საბერძნეთი 975
15. (-5) ხორვატია 968
37. (-11) ისრაელი 733
50. (-4) ლატვია 579
63. (+4) კვიპროსი 523
111. (+9) საქართველო 237
152. (+5) მალტა 105

როგორც ხედავთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის გამო, 10 საფეხურიანი ნახტომი გააკეთა ურუგვაიმ. ჩილემ - 8 საფეხურით, ხოლო პარაგვაიმ 15-ით წინ წაიწია. აღსანიშნავია ის, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეტოქეთაგან, მოწინავე ათეულში არცერთი არაა. ხორვატია 5 ადგილით დაქვეითდა, საბერძნეთი მანამდეც ათეულს მიღმა იყო. ხორვატიის მსგავსად დაქვეითდა ისრაელი და ლატვია, შესაბამისად 11 და 4 საფეხურით. საქართველოს დარად, კვიპროსმა და მალტამ წინ წაიწიეს, შესაბამისად 4 და 5 ადგილით. ახალ რეიტინგში, ჩვენს მეზობლად წინა საფეურებზე არიან კაბო ვერდე, იემენი და ზიმბაბვე. ჩვენს შემდეგ კი ტანზანია, რუანდა, კუბა...

ფიფას ივლისის თვის რეიტინგში, ევროპის 53 ქვეყანას შორის საქართველო 46-ე ადგილზეა და ჯგუფის მეტოქეთაგან მხოლოდ მალტას ვუსწრებთ (51-ე ადგილზეა). აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის 15 ქვეყანას შორის საქართველო მე-11 ადგილზეა და მხოლოდ შუა აზიის 4 ქვეყანას ვუსწრებთ.

17. (-6) რუსეთი 956
25. (-2) უკრაინა 870
50. (-4) ლატვია 579
52. (-3) ლიტვა 571
77. (+5) ბელარუსი 403
87. (+7) უზბეკეთი 352
89. (0) მოლდოვა 350
95. (+4) ესტონეთი 321
96. (+4) სომხეთი 318
106. (+3) აზერბაიჯანი 266
111. (+9) საქართველო 237
126. (+3) ყაზახეთი 184
136. (+3) თურქმენეთი 150
137. (-2) ტაჯიკეთი 144
165. (+3) ყირგიზეთი 74

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული