რა თქმა უნდა, მაკედონიის ნაკრები გრანდი არ არის, მაგრამ ის ნაღდად სჯობს იმ გუნდების უმრავლესობას, რომლებთანაც ბოლო წლებში "ვამხანაგობდით".
მართალია, ექსიუგები არასოდეს გასულან დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე, მაგრამ მათ შემადგენლობაში ყოველთვის ჰყავდათ გამორჩეული ინდივიდუალისტები.
ეგ არის, სანაკრებო ასპარეზს უგანა ყველაზე ცნობილმა მაკედონიელმა, გორან პანდევმა, მაგრამ "წითელ ლომებს" (მაკედონიის ნაკრების
გუნდის ლიდერებად ითვლებიან მარტინ ბოგატინოვი (მეკარე, "ერმისი", კვიპროსი), ვანჩე შიკოვი (მცველი, "აუსტრია"), მუჰამედ დემირი (ნახევარმცველი, "სენტ გალენი", შვეიცარია) და აჩო სტოიკოვი (ფორვარდი, "შკენდერბეუ", ალბანეთი).
ამჟამად, მაკედონიის უპირველეს გუნდს 53 წლის სპეციალისტი ბოშკო გუროვსკი წვრთნის. მას სხვადასხვა დროს უმუშავია "სერვეტში", "ცრვენა ზვეზდასა" და "ნაგოიაში". იაპონიის დატოვების შემდეგ, 2013 წლიდან, ის მაკედონიის ეროვნული გუნდის სათავეშია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"