ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორ ნიკა ჩხეიძეს დავუკავშირდით:
"მიღწეულია შეთანხმება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან - 8 ივნისს, ავსტრიულ ქალაქ ლინცში, საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
ჩვენი ნაკრები ავსტრიაში შეკრებაზე 12 ივნისამდე დარჩება, გადავალთ პოლონეთში და 13 ივნისს ევროშესარჩევი ციკლის შეხვედრაში ამ ქვეყნის ნაკრებს დავუპირისპირდებით.
იცით, რომ მაკედონიასთან უნდა გვეთამაშა, ყველაფერზე მოლაპარაკებულები ვიყავით, მაგრამ მათ გეგმები შეცვალეს და ჩვენც სარეზერვო ვარიანტს
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის უკრაინელები ფიფას რეიტინგში 31-ე ადგილზე არიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"