საქართველოს ნაკრების მეტოქე ამხანაგურ მატჩში შეიცვალა

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, 17 მარტს საქართველოსა და უკრაინის ფეხბურთის ფედერაციები ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის ჩატარების თაობაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორ ნიკა ჩხეიძეს დავუკავშირდით:

"მიღწეულია შეთანხმება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან - 8 ივნისს, ავსტრიულ ქალაქ ლინცში, საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

ჩვენი ნაკრები ავსტრიაში შეკრებაზე 12 ივნისამდე დარჩება, გადავალთ პოლონეთში და 13 ივნისს ევროშესარჩევი ციკლის შეხვედრაში ამ ქვეყნის ნაკრებს დავუპირისპირდებით.

იცით, რომ მაკედონიასთან უნდა გვეთამაშა, ყველაფერზე მოლაპარაკებულები ვიყავით, მაგრამ მათ გეგმები შეცვალეს და ჩვენც სარეზერვო ვარიანტს
მივმართეთ", - გვითხრა ჩხეიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის უკრაინელები ფიფას რეიტინგში 31-ე ადგილზე არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველა როგორ თქვენ გაგდებტ თქვე გოიმებო
tbiliskii
11:04 18-03-2015
0
უკრაინა ჯობია მაკედონიას
koka
11:07 18-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული