ნაკრები: რევიშვილმა და ნავალოვსკიმ ივარჯიშეს, ანანიძემ ვერა... [PHOTO]

AutoSharing Option
24 მარტს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პირველად ავარჯიშა ეროვნული გუნდი, რომელიც მალტასა (ამხანაგური) და გერმანიასთან (შესარჩევი) მატჩებისთვის ემზადება.

წვრთნა "ბასაზე" შედგა. სანამ ეროვნული გუნდი სრულად შეივსებოდეს, ვარჯიშში ერთჯერადად მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებმა - ლაშა პარუნაშვილმა, ლაშა თოთაძემ, გიორგი ჩირგაძემ, ჯაბა ჯიღაურმა (ყველა - დინამო, თბ), არჩილ ტვილდიანმა (შუქურა), ნიკა ჯიშკარიანმა, ლაშა შინდაგორიძემ (ორივე - ცხინვალი) და დავით მთივლიშვილმა (ზესტაფონი).
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
გუშინვე, ცხადაძემ ეს ფეხბურთელები სახლებში გაუშვა, გარდა თოთაძისა, რომელიც ნაკრებთან ერთად დარჩება. ოღონდ, მოხვდება თუ
არა "დინამოს" მცველი განაცხადში, ეს ჯერჯერობით უცნობია და, სავარაუდოდ, მთავარი მწვრთნელის დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაცხადდება.

მსუბუქად ივარჯიშეს ნუკრი რევიშვილმა და გიორგი ნავალოვსკიმ. ისინი თბილისში მოგვიანებით ჩამოვიდნენ. მსუბუქი ტრავმის გამო იუქმა ჯანო ანანიძემ.

ლევან მჭედლიძე, ლევან ყენია, მათე ვაწაძე, გიორგი ჭანტურია და უჩა ლობჟანიძე კი დღეს, 24 მარტს დაიტვირთებიან ეროვნულ გუნდთან ერთად.

ვარჯიშის შემდეგ ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს ესტუმრნენ. პატრიარქმა ფეხბურთელები დალოცა და წარმატებები უსურვა.

დღეს, 18:30 საათზე, "მიხეილ მესხზე", ცხადაძე მალტასთან მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს, ნახევარ საათში კი, იქვე, საქართველოს ნაკრები ივარჯიშებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს 11 საათიდან "დინამო არენის" სალაროებში დაიწყება გერმანიასთან მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა. პარალელურად, ქომაგს ბილეთების შეძენა შეეძლება ონლაინ-რეჟიმში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე (GFF.GE).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალინ გთხოვთ ნუ ერევით მწვრთნელის საქმეში,იცის ცხადაძემ მისი საქმე,ყველამ მიხედოს მის მამიდას.
მალხაზი
20:46 24-03-2015
0
გაგვაგებინეთ სად არის მერებაშვილი და რატომ არ გამოიძახეს ნაკრებში, საბერძნეთში მაინც გაგეგოთ რომ ხალხი მის საყურებლად დადიოდა ფაქტიურად ლიგიდან გავარდნილ გუნდის საყურებლად, და აქ არ ყოფილა მისი ადგილი, ვერ გავიგეთ რა ხდება. ცხადაძემ ჯობია თავის მოვალეობას მიხედოს, და არა ფედერაციის წევრების შექებას საარჩევნოდ სუპერთასის შესახებ.
ქრისტესა იმერი ქუთათელი
17:18 24-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული