"დინამო არენასთან" საქართველო-გერმანიის მატჩზე დასწრების მსურველთა რიგი დგას [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენასთან" საქართველო-გერმანიის თამაშზე დასწრების მსურველთა რიგი დგას.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ბილეთების შეძენის მსურველები ამბობენ, რომ დღეს მხოლოდ ერთი სალარო მუშაობს და ისიც - რამდენჯერმე გაიღო და დაიკეტა.

"სალარო ხან გაიღება, ხან იკეტება. ამბობენ, რომ საკმარისი რაოდენობის ბილეთები ჯერ დაბეჭდილი არ არის. რიგში ვარ დაახლოებით 3 საათია, თუმცა კონკრეტული პასუხი არ ვიცი, როდის შევძლებ ბილეთის შეძენას", - აცხადებს რიგში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე.

საქართველო-გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო.
ბილეთის ფასი - 10, 15, 20 და 30 ლარია.

საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებთა საკვალიფიკაციო მატჩი 29 მარტს "დინამო არენაზე", 20:00 საათზე დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:
როგორ შევიძინოთ საქართველო-გერმანიის მატჩის ბილეთები ინტერნეტით
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამაგიეროდ თამაშის წინ ბილეთებს ადვილად ოღონდ ძვირად შეიძენთ ბარიგებისაგან.
shalva
13:08 25-03-2015
0
ძვირფასო ფეხბურთის ფედერაციავ.ნუ აგინებინებთ ხალხს ნურც თქვენს თავს და ნურც მომუშავე პერსონალის. ბილეთებს ვერ ბეჭდავთ ჩქარა ვერ ბეჭდავთ,მაგრამ რიგის დარეგულირება და 12ტიდან 7 სალაროს გახსნა მაინც ხომ შეგილიათ.თუ არ იცით ეს როგორ კეთდება მომმართეთ.კაპიკის აღება არ მჭირდება.10 წუთის საქმეა დილას რომ დავდო ბარიერები და სალაროსთამ მისასვლელ გასასვლელები
0

სიახლეები პოპულარული