გიორგი ლორიას გერმანიასთან სოლიდური კლუბების მენეჯერები დააკვირდებიან

AutoSharing Option
სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია? ეს საკითხი ჯერ ღიადაა - 29 წლის კარის დარაჯმა უკვე დატოვა ფინანსურ კრიზისში ჩაძირული ოფი და ახალი გუნდის ძიებაშია.

ლორიას გადაბირება სხვა ბერძნულ კლუბს, გაცილებით სახელოვან პაოკ-ს სურდა, თუმცა ამ კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა ცისის ვრიზასმა თანამდებობა დატოვა და მოლაპარაკების პროცესი შეჩერდა. ახლა პაოკ-ში ახალი ტექნიკური დირექტორის დანიშვნას ელიან, რის შემდეგაც, შესაძლოა, ტრანსფერის თაობაზე მსჯელობა განახლდეს.

ამასობაში, შევიტყვეთ, რომ გერმანიასთან თბილისური მატჩისას ლორიაზე დასაკვირვებლად რამდენიმე სოლიდური კლუბის მენეჯერი ჩამოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნამდვილი პროფესიონალია, ლორია ღირსია რომელიმე ევროპის საუკეთესო გუნდის, იმედია აიყვანენ და ვინც აიყვანს ნამდვილად მოგებული დარჩება. (ევროპის კარგ გუნდში კი გამოჩნდება მისი ტალანტი და შესაძლებლობები), ვუსურვებ წარმატებას.
მთაწმინდა
02:18 25-03-2015
0
ეს ბიჭი არსენალს მოუხდებოდა შესნის მაინც ჯობია...თან ვენგერი ჯიგარია პირველ მეკარედ გააძრობდა...
kulonga
00:15 25-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული