ლორიას გადაბირება სხვა ბერძნულ კლუბს, გაცილებით სახელოვან პაოკ-ს სურდა, თუმცა ამ კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა ცისის ვრიზასმა თანამდებობა დატოვა და მოლაპარაკების პროცესი შეჩერდა. ახლა პაოკ-ში ახალი ტექნიკური დირექტორის დანიშვნას ელიან, რის შემდეგაც, შესაძლოა, ტრანსფერის თაობაზე მსჯელობა განახლდეს.
ამასობაში, შევიტყვეთ, რომ გერმანიასთან თბილისური მატჩისას ლორიაზე დასაკვირვებლად რამდენიმე სოლიდური კლუბის მენეჯერი ჩამოვა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)