ოლივერ ბირჰოფი: თბილისში მოგება არც ისე იოლია, როგორც გარედან ჩანს

AutoSharing Option
25 მარტს გერმანიის ნაკრები ამხანაგურ მატჩში აზიის ჩემპიონ ავსტრალიას მასპინძლობს, თუმცა გუნდი უკვე უფრო სერიოზული ამოცანის გადაჭრაზე ფიქრობს, ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის მოგებით გაგრძელებაზე.

ეროვნული ნაკრების მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი მიიჩნევს, რომ ნაკრების არცთუ საუკეთესო სტარტის მიუხედავად, გერმანიას მაინც ძალუძს საკვალიფიკაციო ჯგუფის მოგება.

საკვალიფიკაციო ჯგუფში 4 თამაშის შემდეგ გერმანია პოლონეთს სამი ქულით ჩამორჩება.

"სისტემური ცვლილებებს ასათვისებლად ერთი ან ორი დღე არ ჰყოფნის. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისთვის ძალიან ძნელია მოკლე დროში თავიანთ როლებზე ფოკუსირება.

ჩვენ უკვე აღარ გვყავს კლასიკური გაგებით ფორვარდი; აგრეთვე, პრობლემა
გვაქვს ფლანგებზე, ესეც ასევე მოსაგვარებელია. ევრო 2016-ის კამპანია მოგებით უნდა განვაახლოთ.

საქართველოში გამარჯვება აუცილებლად შესასრულებელი ამოცანაა. თუმცა ეს არც ისე იოლად მისაღწევია, როგორც გარედან ჩანს, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ სამი ქულის მოპოვება. გერმანიის ნაკრებს შესწევს იმის ძალა და კლასი, რომ თბილისში თამაში მოიგოს", - განაცხადა ბირჰოფმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, რომ 29 მარტს გერმანიის ნაკრები "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის მატჩში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პავაროტნიკი როგორა გაქვთ?
Arsena
18:50 24-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული