კახა ცხადაძე: მალტასთან მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მალტას ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჯერჯერობით სრული შემადგენლობით არ გვივარჯიშია, თუმცა დღეს ფეხბურთელები უკვე შემოგვიერთდნენ და საღამოს სრული შემადგენლობით ვივარჯიშებთ. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ, რა სქემით ვითამაშებთ. ამ დროისთვის ორ სქემაზე მიდის მუშაობა.

რაც შეეხება გიორგი მერებაშვილს, ნაკრების მხრიდან მის მიმართ რაიმე დამამცირებელ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. გაფართოებული შემადგენლობა დავასახელეთ თავიდან და შემდეგ ეს სია შეიკვეცა. შანსი ყველა ფეხბურთელს მიეცემა.

გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ახალი სათამაშო ფილოსოფიით და მუშაობა ამ მიმართულებით
მიმდინარეობს. მჯერა, რომ ფეხბურთელები აითვისებენ იმ მოთხოვნებს, რაც გვაქვს.

მალტასთან მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. თითოეულ შეხვედრაში შედეგსა და მოგებაზე უნდა ვიფიქროთ, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოგვიყალიბდეს. ნაკრებში შემტევი ფეხბურთელები გვყავს და მალტასთან შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.

რაც შეეხება გერმანიასთან მატჩს, ჩვენ ვითამაშებთ ფეხბურთს - თავსაც დავიცავთ და შევუტევთ კიდეც", - თქვა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-მალტას ამხანაგური შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში ყოველდღე, 11:00-დან 18:00 საათამდე არის შესაძლებელი. ბილეთის ფასი 5 ლარია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველა ნაკრებს ხომ აქვს ზედმეტსახელი (ეშმაკები, ლომები, არწივები, ჭუჭუები და ა.შ.), ჩვენს ეროვნულ ნაკრებს უნდა ეწოდებოდეს ლამბერსექსუალები...))
Walkabout
10:31 25-03-2015
0
ქეცბაიაც სულ მასე იძახდა,მაგრამ კარში დარტყმაც არ მინახია!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული