ჯანო ანანიძემ საქართველოს ნაკრების ვარჯიში ვერ ჩაამთავრა

AutoSharing Option
24 მარტს საქართველოს ნაკრებმა პირველად ივარჯიშა სრული შემადგენლობით. ეროვნული გუნდის თავკაცმა კახა ცხადაძემ ძუნძულის შემდეგ საქმეში ჩართო ბურთიც, მერე კი გუნდი ორად გაყო და "ორკარა" ათამაშა.

სამწუხაროდ, ვარჯიში ვერ ჩაამთავრა ჯანო ანანიძემ, რომელმაც მიკროტრავმის გამო წინა დღეს გამართული გუნდის ვარჯიშიც გააცდინა.

უცნობია, შეძლებს თუ არა მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი მალტასთან შეხვედრაში თამაშს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მალტის ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა დღეს, "მიხეილ მესხზე", 21 საათზე დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სხვანაირად ვითამაშებთ! - კახა ცხა
დაძის პრესკონფერენცია და ვარჯიში [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა ხდება, რამ გადაგრიათ? როგორ ატყობთ არ უნდა ნაკრებში თამაში და მაინც ჩამოვიდა?
geronti
18:01 25-03-2015
0
შეეშვით რაა ამ ვაჟკაც ბიჭებს... რაც შეუძლიათ აკეთებენ. პატარა ცოდვები ყველას გვაქ ამ ცხოვრებაში ჩადენილი და მაგას გაკიცხვა არ ჭირდება ყველა თავისას მიიღებს ცხოვრებისგან
vigac
02:26 26-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული